26 ნოემბერს გამართულ საქალაქო/სარაიონო ჩემპიონატზე ინტელექტუალურ თამაშში “ ტვინების ბრძოლა“ სსიპ „დაბა ლენტეხის #2 საჯარო სკოლის“ გუნდები „ტვინიკოსები“ (გაბრიელ, ელიზბარ, ქეთი ლიპარტელიანები, მარიამ ქურასბედიანი) და „აისი“ (ნინი, მარიამ, ნატა, ნინო ლიპარტელიანები, ბაია ქურასბედიანი) გახდნენ ლენტეხის რაიონის გამარჯვებულები პირველ და მესამე ასაკობრივ კატეგორიებში, ხოლო გუნდი „ვიკინგები“ (ლუკა ქურასბედიანი, მარიამ, ლაზარე ლიპარტელიანები, გიორგი გუგავა) გავიდა მეორე ადგილზე პირველ კატეგორიაში. მეორე ასაკობრივ კატეგორიაში გაიმარჯვა მელეს საჯარო სკოლის გუნდმა „ვარსკვლავები“ (მარიამ, ონისე ბაკურაძეები, ნინი ჯაჭვლიანი, ნანუ ავალიანი).
გუნდი “ვარსკვლავები“ – მარიამ, ონისე ბაკურაძეები, ნინი ჯაჭვლიანი, ნანუ ავალიანი, ფოტოს ავტორი: ინგა ონიანი
ოთხივე გუნდი იასპარეზებს რეგიონულ ჩემპიონატში, რომელიც გაიმართება 10 დეკემბერს.
ქვემო სვანეთიდან მონაწილე გუნდების სიმცირის გამო შეჯიბრი ჩატარდა ქალაქ ცაგერში ადგილობრივი სარაიონო ჩემპიონატის პარალელურად ერთ დარბაზში.
ქალაქ ცაგერში შეჯიბრის ორგანიზატორები იყვნენ რეგიონის მენეჯერი თამაშში “ტვინების ბრძოლა” მარია კოპალიანი და ქალაქ ცაგერის მენეჯერი ნათია კოპალიანი:
ფოტოზე: მარჯვნიდან – ნათია და მარია კოპალიანები დიპლომებს გადასცემენ გუნდი “ვარსკვლავები“-ის წევრებს, ფოტოს ავტორი: ინგა ონიანი
გუნდი “აისი“ – მარჯვნიდან ნინი, მარიამ, ნინო ლიპარტელიანები, ბაია ქურასბედიანი, ნატა ლიპარტელიანი
ტვინების ბრძოლა არის გუნდური ინტელექტუალური თამაში სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის. ერთ სივრცეში განლაგებული 5-წევრიანი გუნდები პასუხობენ წამყვანის მიერ გაჟღერებულ შეკითვებს. კითხვების თემატიკა ზოგადია, შეკითხვები კი დაფუძნებულია ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარზე.
აღსანიშნავია, რომ ამ თამაშში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მოსწავლეებში წიგნიერების პოპულარიზაციას და ყოველი ეტაპის წინ მოსწავლეებს მიეთითებათ (და ელექტრონულად უფასოდ მიეწოდებათ) ნაწარმოები, რომლის შესახებაც შეჯიბრზე დასმული იქნება რამდენიმე შეკითხვა.
ჩემპიონატი 4 ეტაპად ტარდება: შიდა სასკოლო ჩემპიონატების სერია, საქალაქო/რაიონული პირველობა, რეგიონული პირველობა და ფინალი.
გუნდები ასპარეზობენ 3 ასაკობრივ კატეგორიაში: პირველი კატეგორია – U5 (მე-3, მე-4,მე-5 კლასის მოსწავლეები), მეორე კატეგორია – U8 (მე-6, მე-7,მე-8 კლასის მოსწავლეები) და მესამე ასაკობრივი კატეგორია – U12 (მე-9, მე-10,მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები).