მეუნარგიას ქუჩა #2, ეს მისამართი ზუგდიდელებისთვის უკვე წლებია ნაცნობია, როგორც საქართველოს უნივერსიტეტის რეგიონული ოფისი. უნივერსიტეტს ქვეყნის მასშტაბით უკვე წლებია, რაც ოფისები აქვს გახსნილი, სადაც ყველა დაინტერესებულ პირს, დეტალურად აცნობენ მათთვის საინტერესო ინფორმაციას-შეთავაზებების და შესაძლებლობების შესახებ.
ზუგდიდის რეგიონული ოფისის მენეჯერს, ქალბატონ მაია ღუბელაძეს, ვთხოვეთ დეტალურად გაეცნო ოფისის მუშაობის სპეციფიკა და შესაძლობლებები.
„საქართველოს უნივერსიტეტი რეგიონებში მცხოვრები აბიტურიენტებისთვისაც ქმნის შესაძლებლობას, უფრო ახლოს გაიცნონ უნივერსიტეტში არსებული ყველა შესაძლებლობა. ჩვენი ოფისები, მათ შორის, რა თქმა უნდა, ზუგდიდის ოფისი პირდაპირი გამტარია, რაც გულისხმობს იმას, რომ სკოლის მოსწავლეები, აბიტურიენტები და ყველა დაინტერესებული პირი აქ, ჩვენთან ზუგდიდის ოფისში იღებს დეტალურ ინფორმაციას უნივერსიტეტის შესახებ, ეს იქნება აკადემიური, თუ ფინანსური შეთავაზებე-ბის ირგვლივ.
გარდა ამისა, ყველა სტუმარს, ინდივიდუალურად ვთავაზობთ ჩვენი სივრცით სარგებლობის შესაძლებლობას.
როგორც ვიცით, ოფისში 2019 წლიდან ფუნქციონირებს ბიბლიოთეკა, რამდენად ბევრ სტუმარს იღებთ დღის განმავლობაში, რამდენად მაღალია ამ ნაწილში სივრცის დატვირთვა?
დიახ, ძალიან გვეამაყება, რომ 2019 წლიდან სივრცეში საქართველოს უნივერსიტეტის პროექტის ფარგლებში მოეწყო ბიბლიოთეკა, რომელიც აერთიანებს თანამედროვე მხატვრულ და პროფესიულ ლიტერატურას, რაც შეეხება ამ კუთხით დატვირთვას, ძალიან მაღალია, გვყავს სტუმრები, როგორც ქალაქ ზუგდიდიდან, აგრეთვე ახლო სოფლებიდან. ბიბლიოთეკის ლიტერატურა მუდმივად განახლებადია და უნიკალური საკუთარი შინაარსით.
აგრეთვე, უნივერსიტეტი ინტენსიურად მართავს როგორც პირისპირ, ისე ონლაინ შეხვედრებს სხვადასხვა საინტერესო თემის ირგვლივ, იქნება ეს ტრენინგები, სემინარები, თუ საჯარო ლექციები. აუც-ილებელია აღვნიშნო, რომ დაინტერესება და ჩართულობა, ჩვენი ზუგდიდელი ახალგაზრდების მხრიდან ყოველთვის მაღალია.
ქალბატონო მაია, საქართველოს უნივერსიტეტის რეგიონულ ოფისში, რამდენად არის შესაძლებელი გარეშე კომპანიებთან თანამშრომლობა და თუ გაქვთ ამის პრაქტიკა?
რა თქმა უნდა, შესაძლებელია და ამ დროის მანძილზე ბევრი პრაქტიკული მაგალითი გვქონია. მაგალითად, ყველაზე ხშირია ჩვენი მეგობარი – წითელი ჯვრის ორგანიზაცია, რომელიც საინტერესო და პრაქტიკულ შეხვედრებს მართავს.
ჩვენი ოფისი ღიაა ორგანიზაციებისათვის, თანამშრომლობას განვიხილავთ არა მხოლოდ სივრცის დათმობის, არამედ დაგეგმილი ღონისძიების გავრცელების ნაწილშიც. 2017 წლიდან მეუნარგიას ქუჩა #2 ზუგდიდში არის ადგილი, სადაც ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია მიიღოს ყველა ინფორმაცია საქართველოს უნივერსიტეტში არსებული შესაძლებლობების შესახებ, ისარგებლოს ბიბლიოთეკაში არსებული წიგნებითა და ინტერნეტით. ეს არის სივრცე, სადაც თქვენ შეგიძლიათ მაქსიმალურად გამოიყენოთ თქვენი დრო საკუთარი თავის განვითარებისათვის.