1 ივლისიდან 30 სექტემბრამდე დაბა ლენტეხში საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი იწყებს ტრენინგების უფასოდ ჩატარებას.
ტრენინგები ჩატარდება პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება” ფარგლებში. დაბა ლენტეხის გარდა პროექტი განხორციელდება საქართველოს კიდევ 32 დასახლებულ პუნქტში (ჩამონათვალი სრულად: www.tcj.gov.ge).
სწავლება ჩატარდება ლენტეხის საზოგადოებრივ ცენტრში და შემდეგი გრაფიკით:
ივლისი
1-7 ივლისი – სამართალი და ადამიანის უფლებები,
8-14 ივლისი – კონსტიტუციურ ორგანოთა სისტემა და ადგილობრივი თვითმმართველობა,
15-21 ივლისი – საკუთრების უფლება, სამეწარმეო და საგადასახადო სამართლის საბაზისო ცნებები,
22-28 ივლისი – რა არის ევროკავშირი?
29-31 ივლისი – რა არის დისკრიმინაცია?
აგვისტო
1-4 აგვისტო – რა არის დისკრიმინაცია?
5-11 აგვისტო – ეფექტიანი კომუნიკაცია,
12-18 აგვისტო – კონფლიქტის მართვა,
19-25 აგვისტო – დროის მართვა,
26-31 აგვისტო – პროექტის მართვა,
სექტემბერი
1-4 სექტემბერი – პროექტის წერა,
14-30 სექტემბერი – დამატებითი ტრენნგები.
ტრენინგებში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
- არის იმ დასახლებული პუნქტიდან, სადაც განთავსებულია საზოგადოებრივი ცენტრი, ტრენინგზე დასწრების შესაძლებლობა ექნებათ მიმდებარე სოფლის მაცხოვრებლებსაც;
- არის 18-დან 65 წლამდე;
- სურს მიიღოს ინფორმაცია საკუთარი სამოქალაქო უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ;
- დაინტერესებულია სოციალური უნარების განვითარებით.
ივლისის თვეში დაგეგმილ ტრენინგებზე რეგისტრაცია შესაძლებელია 30 ივნისის 24.00 სთ-მდე, ხოლო აგვისტოში დაგეგმილ ტრენინგებისთვის რეგისტრაცია 10 ივლისიდან დაიწყება.
რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ორი გზით:
- სარეგისტრაციო ფორმის შევსება სოფლებში არსებულ საზოგადოებრივ ცენტრებში;
- სარეგისტრაციო ფორმის შევსება ვებგვერდზე: www.tcj.gov.ge
პროექტის მიზანია:
სწავლებისა და განვითარების პროგრამების ხელმისაწვდომობის გზით სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, ასევე, პიროვნული განვითარების ხელშეწყობა.
ერთი და იმავე პიროვნებას რამდენიმე ტრენინგში შეუძლია მონაწილეობის მიღება. ტრენინგების შემდეგ მონაწილეებს გადეცემათ სერტიფიკატები.
ნანი ბენდელიანი