“საქართველოს ეროვნული ფესტივალი 2015-2016” 29 ივნისს თბილისში სამდღიანი დასკვნითი კონცერტებით დასრულდა.ფესტივალმა 2015 წლის ივნისში თელავიდან აიღო სტარტი და საქართველოს ყველა რეგიონული ცენტრი მოიცვა. ეროვნულ ფესტივალზე
ქვემო სვანეთის ფოლკლორული ანსამბლები – “ლაგუშედა”, “ლილე”,”მიჟე ნარი” და”ლამარიაც” იღებდნენ მონაწილეობას. საამაყო და განსაკუთრებით სასიხარულოა მათი წარმატება.
ანსამბლები “ლილე” და “მიჟე ნარი” ფესტივალის ლაურეატები გახდნენ, ხოლო “ლაგუშედა”-მ (ლოტბარი ზურა ლიპარტელიანი) ხალხური სიმღერის ნომინაციაში მეორე ადგილი დაიკავა და ფულადი პრიზი – ოთხი ათასი ლარი მიიღო. როგორც ჩვენთან საუბარში ანსამბლის წევრმა ზვიად მუსელიანმა განაცხადა, მათთვის დიდი პატივი იყო ის, რომ პრიზი პირადად ლეგენდარულმა ანზორ ერქომაიშვილმა გადასცათ. ფესტივალის გამარჯვებულ ლაურეატებს გადაეცათ ფულადი ჯილდოები და სიგელები. წლის ბოლომდე დაგეგმილია DVD ალბომის – “საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2015-2016” და ლაურეატთა შესახებ სარეკლამო-საინფორმაციო ბუკლეტის გამოცემა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ანალოგიურ ნომინაციაში პირველი ადგილი ასევე სვანურმა ფოლკლორულმა ანსამბლმა მესტიიდან “რიჰო”-მ დაიმსახურა.
ნანი ბენდელიანი