წუხელ ქარიშხალმა დაბა ლენტეხი დააზარალა

წუხელ დაბა ლენტეხში ამოვარდნილმა  ძლიერმა ქარიშხალმა დიდი ზიანი მიაყენა როგორც მოსახლეობას, ასევე ლენტეხში მდებარე სხვადასხვა შემობა-ნაგებობებს. სტიქიის შედეგად  წმ. გიორგის სახელობის მონასტრის ერთ-ერთი შენობის ფრონტონი დაზიანდა. ნაწილობრივ ჩაიმტვრა მეზობლად მდებარე შენობის სახურავი, ასევე, ლენტეხში მაცხოვრებელი  ხუტა ფურელიანის სახლის სახურავი. ქარიშხლის შედეგად  მდ. ხელედურაზე მდებარე ხიდზე ელექტროგადამცემი ბოძის წაქცევამ  ხიდის რკინის მოაჯირი მნიშვნელოვნად დააზიანა. სტიქიის შედეგად წაიქცა შური ბენდელიანის მემორიალური ქვა. არანაკლები ზიანი მიადგა გარემოს. ათეულობით ხე არის წაქცეული.

20160701_093157
IMG_0002
IMG_0032
IMG_0007
ნანი ბენდელიანი, დაბა ლენტეხი.