წუხელ ძლიერმა ქარიშხალმა სოფ.ჩიხარეშის საჯარო სკოლის გვერდით მდებარე ხე წააქცია, რომელიც სკოლას დაეცა და ძლიერად დააზიანა. დაზიანებულია სხვა შენობებიც.
ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება ლაშხეთის უმეტეს სოფლებს. სტიქიის ზონაში ლენტეხის გამგეობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, რომლებმაც ზარალი დაითვალეს.
ქრისტინე დონღვანი