ქვემო სვანეთში მდ. ხელედურის და მდ. ლასკადურის ხეობის სოფლებს ელ. ენერგია არ მიეწოდებათ

ქვემო სვანეთში ამინდის გაუარესებასთან ერთად ელ. ენერგიის მიწოდების მხრივ ისევ შეფერხებებია. გუშინ საღამოს 10 სთ-იდან ელ. ენერგია არ მიეწოდებოდა ჩოლურის და ლაშხეთის თემების სოფლებს, დღეს დილით კი მთლიანად ლენტეხის მუნიციპალიტეტში გამოირთო ელ. ენერგია.

დაბა ლენტეხში ელ. ენერგიის მიწოდების აღდგენა დილითვე მოხერდა. ჩოლურის თემის სოფლებში და ლაშხეთის თემის სოფლებში ელ. ენერგიის მიწოდება მთელი დღის მანძილზე ხდებოდა. ამ დროისათვის ელ. ენერგია არ მიეწოდებათ მდ. ხელედურის და მდ. ლასკადურის ხეობის სოფლებს.

ასევე შეუწყდა ელ.ენერგია დაბა ლენტეხის მახლობლად მდებარე ტელეანძას. გამორთულია კომპანია “მიკრონეტი”-ს ინტერნეტი, რომელიც დაბა ლენტეხში ვრცელდებოდა.

კომპანია “ენერგოპრო ჯორჯია”-ს თანამშრომლის მიერ არაოფიციალურად მოწოდებული ინფორმაციით, მთელი დღის განმავლობაში გასული არიან ბრიგადები, რომლებიც მუშაობენ დაბალი ძაბვის ხაზებზე არსებული დაზიანებების აღმოსაფხვრელად და სავარაუდოდ დღის ბოლომდე მთელ ქვემო სვანეთში ელ. ენერგიის მიწოდება აღდგება.

კომპანია “მიკრონეტი”-ს თანამშრომლის მიერ ასევე არაოფიციალურად მოწოდებული ინფორმაციით დღის ბოლომდე აღდგება ინტერნეტ-მაუწყებლობა დაბა ლენტეხში.

დაბა ლენტეხში და უფრო მაღლა მდებარე სოფლებში კი ისევ თოვს.

ლუბა ლიპარტელიანი, სოფ. სასაში

მირანგულა მუკბანიანი, სოფ. ჭველიერი

ტარიელ მუკბანიანი, სოფ.ჭველიერი

ცოტნე მუსელიანი, დაბა ლენტეხი