(ფოტოზე: ლევან გუგავა მარჯვნიდან მეორე)
2017 წლის 4 მარტს თბილისში, დიღმის მასივში მდებარე ძიუდოს აკადემიის დარბაზში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის ჭიდაობა ძიუდოში ლევან მაიზერის ძე გუგავამ (66კგ.) მესამე ადგილი მოიპოვა.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სასპორტო სკოლების გაერთიანებიდან (დირექტორი ზაქრო ხვისტანი) ამ ჩემპიონატზე სამი ახალგაზრდა ღებულობდა მონაწილეობას (მწვრთნელი ლადო მუსელიანი): ნიკა ლიპარტელიანი (+100კგ.), გაგა გვიჭიანი (73კგ.) და ლევან გუგავა (66კგ.). ასევე მონაწილეობდა გოჩა ჯამბურიძეც (73კგ), რომელიც ლენტეხის სასპორტო სკოლის აღზრდილია, მაგრამ დაახლოებით 2 წელია თბილისში ვარჯიშობს.
ლევან გუგავამ შარშან სამბოში ევროპის ჩემპიონატი მოიგო ჭაბუკ სპორტსმენებს შორის, მან სულ ახლახანს დაიწყო ასპარეზობა ახალგაზრდების კატეგორიაში, ამ ჩემპიონატზე, ფაქტიურად, 2 წლით უფროსი ასაკის სპორტსმენებთან მოუწია ჭიდაობა და უკვე 11 აპრილს მიემგზავრება რუსეთის ქალაქ პეტერბურგში ევროპის თასის მოსაპოვებლად. ეს ასპარეზობა 15-16 აპრილს გაიმართება.
(ფოტოზე: ლევან გუგავა მარჯვნიდან მეორე)
გვანცა ქურასბედიანი, სოფ. ლასკადურა.