25 მაისს მესტიაში საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის სახალხო განხილვის შემდეგ პარლამენტარმა ვიქტორ ჯაფარიძემ ჟურნალისტთან საუბარში აუცილებლობად მიიჩნია მესტიის მუნიციპალიტეტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან გამოყოფა და ლენტეხის მუნიციპალიტეტთან ერთად ახალი გუბერნიის შექმნა.
” … მე ვარ სვანეთის მკვიდრი, სვანეთის მოსახლეობის აზრი ვიცი, და ვთვლი რომ აუცილებელი არის შეიქმნას ცალკე ადმინისტრაციული ერთეული, სამხარეო პრინციპით, მესტია ლენტეხი უნდა გაერთიანდეს…” – განაცხადა მან:
მესტიის მუნიციპალიტეტის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარიდან გამოყოფის და პარლამენტარების შერეული სისტემით არჩევის წესის გაუქმებასთან დაკავშირებით აზრი გამოთქვა მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში სვანეთისა და რაჭა-ლეჩხუმის საარჩევნო ოლქიდან გოჩა ენუქიძემ:
მადონა წერედიანი, დაბა მესტია.