ლენტეხის სამხატვრო სკოლამ ბავშვთა დაცვის დღე აღნიშნა

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ლენტეხის სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა მ. ხერგიანის  ქუჩის მონაკვეთი  მოხატეს.  ნახატებზე ასახული იყო ბავშვთა თავისუფალი, ლაღი და ფერადი სამყარო.

მოსწავლეებს მიეცათ დავალება შეექმნათ სპონტანურად მოფიქრებული ნახატები, სპეციალურად ამ დღისადმი მიძღვნილი. ნახატები შესრულდა ფერადი ცარცით. საჭირო მასალა მოსწავლეებმა თვითონვე მოიმარაგეს, რის შესახებაც 2 დღით  ადრე იყვნენ გაფრთხილებულნი პედაგოგების მიერ.

აღნიშნული ღონისძიება ტრადიციულია. სამხატვრო სკოლის დირექტორის ქალბატონ თამილა ლიპარტელიანის თქმით   ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ასეთი სახით უკვე 6 წელია რაც აღნიშნავენ, მანამდე კი სამხატვრო სკოლის მოსწავლეები ამ დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა თემაზე შექმნილი ნახატების გამოფენებს ჯ. მეშველიანის სახელობის სკვერში აწყობდნენ-ხოლმე, რომელთაც მისივე თქმით ბევრი დამთვალიერებელი ჰყავდა. ჩემის აზრით კი ამას ისიც უწყობდა ხელს, რომ იმ დროისათვის აღნიშნული სკვერი ბევრად მოწესრიგებული და კეთილმოწყობილი იყო.

18813489_1810028879311216_633816271774051210_n

18838794_1810028635977907_779141259774130672_n

18838895_1810028205977950_1926795488926089248_n

18882200_1810028695977901_7626466594768117453_n

18893230_1810029212644516_2448270570461693610_n

გვანცა ქურასბედიანი.