ბავშვთა დაცვის დღეს მესტიას იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების თეატრი ესტუმრა

1-ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მესტიას  ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების თეატრი ესტუმრა. პატარებისთვის თეატრმა წარმოადგინა სპექტაკლი “სამი გოჭი”, რომელმაც ბავშვების დიდი მოწონება დაიმსახურა, მათ სანახაობამ მხიარული განწყობა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები შეუქმნა.

აღნიშნული თეატრი მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის დაფინანსებით ჩამოვიდა. ამასთან დაკავშირებით, მესტიის გამგეობამ ინფორმაცია წინასწარ მიაწოდა მოსახლეობას, რასაც დამსწრე საზოგადოების და ბავშვების სიმრავლეც მოწმობდა.

ამ მეტად მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნას, სხვადასხვა ღონისძიებებით შეუერთდნენ მესტიის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლები და ბაღები. მათ შორის იყო მესტიის წმინდა ილარიონ ქართველის სახელობის სკოლა-გიმნაზია, რომლის მოსწავლეებმაც სხვადასხვა მხიარულ აქტივობებთან ერთად მოხატეს სკოლის მიმდებარე ქუჩები, თავადაც იხალისეს და საზოგადოებაშიც დადებითი განწყობა შექმნეს.

18902703_1392207910857664_1179951854_n

18902115_1392207280857727_927783191_n

18835200_1392209000857555_1644085469_n

18834700_1392208100857645_873193660_n

18871150_1294933693957549_275668128_n

18871224_1294933730624212_2023181290_n

18835021_1294934337290818_1223639068_n

18902647_1294934363957482_1673697035_n

მადონა წერედიანი, დაბა მესტია.