2015 წლის 9 იანვარს ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაამტკიცა ლენტეხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის 2015 წლის ბიუჯეტი.
ბიუჯეტით განისაზღვრა: შემოსავლები – 2943,6 ათასი ლარით, გადასახადები – 75,0 ათასი ლარით, გრანტები – 2743,6 ათასი ლარით, სხვა შემოსავლები – 125,0 ათასი ლარით, ხარჯები – 2943,6 ათასი ლარით, შრომის ანაზღაურება – 977,6 ათასი ლარით, სუბსიდიები – 1143,4 ათასი ლარით და სხვა.
საკრებულომ ძალადაკარგულად სცნო “ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 31 დეკემბრის № 19 დადგენილება.