ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, 2015 წლის 1 იანვრიდან ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში: გვიმბრალაში, წანაშში, ბაბილში, ლასკადურაში, გულიდაში, ნანარში გაიხსნება ახალი საბავშვო ბაღები, ხოლო სოფლებში: ლესემაში, გვიმბრალაში, ნაცულში, შკედში, ფანაგაში, ლეუშერში კი – ბიბლიოთეკები.