23 აგვისტოს, დაბა ლენტეხში იასონ ქურასბედიანის სახელობის ტურნირი გაიმართა მინი-ფეხბურთში.
ტურნირი ტრადიციულია და წელიწადში ერთხელ 10 აგვისტოდან 25 აგვისტომდე იმართება-ხოლმე. ტურნირი წელს მეექვსედ ლენტეხის ახალგაზრდობისა და ოჯახის წევრების ორგანიზებით და ფინანსური უზრუნველყოფით ჩატარდა. შეჯიბრი რაიონულია და მასში მუნიციპალიტეტის 24–მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. ფინალში ერთმანეთს სოფ. ნანარისა და ლენტეხის გუნდები შეხვდნენ. გამარჯვებულმა ნანარის გუნდმა იასონ ქურასბედიანის სახელობის გარდამავალი თასი მოიგო. საუკეთესო ვეტერანი ფეხბურთელის პრიზი მიიღო კობა ჩანქსელიანმა.
ტურნირის დასრულების შემდეგ გაიმართა ტრადიციული საზეიმო სუფრა.