18 აგვისტოს, დაბა ლენტეხში, კულტურის სახლში ბაკური ჩანქსელიანის ორგანიზებით და ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს მხარდაჭერით გაიმართა კონცერტი “ბაკური და მისი მეგობრები”.
კონცერტში მონაწილეობდნენ პროექტების x ფაქტორის, ახალი ხმის, მაგთი ფანისა და ნიჭიერის ფინალისტები, მომღერლები გელა დაიაური, პაატა თედიაშვილი, ანი მალაზონია, გულნაზი გოლეთიანი და სხვები. კონცერტს ესწრებოდნენ საპატიო სტუმრები კომპოზიტორი კახა ცაბაძე, მუსიკოსი – დათო ფორჩხიძე და სხვები. კონცერტი “ბაკური და მისი მეგობრები” წელს მეორედ ჩატარდა.
სტუმრებს სიტყვით მიმართეს ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ამირან ჯამბურიძემ და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მაიზერ ჩანქსელიანმა.