ქალაქ ბათუმში 1-10 ივლისის ჩათვლით მიმდინარეობს საერთაშორისო საბავშვო და ახალგაზრდული ფესტივალი „კავკასია-2016“, რომლის მიზანია ქართული და მსოფლიოს ხალხთა ცეკვების პოპულარიზაცია.
ფესტივალში „კავკასია-2016“ მონაწილეობას იღებენ 7 ქვეყნის საბავშვო და ახალგაზრდული კოლექტივები: ლატვია, ისრაელი, სომხეთი, ინდოეთი, ირანი, რუსეთი, თურქეთი. ფესტივალის ორგანიზატორია საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირი, მხარდამჭერი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.ამ ფესტივალის ფარგლებში აჭარის სხვადასხვა ქალაქებში ბათუმში, ქობულეთში, ფოთში კონცერტებს ატარებდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლები.
4 და 6 ივლისს ქალაქ ქობულეთსა და ბათუმში მაყურებლის წინაშე წარსდგა ლენტეხის ბავშვთა ფოლკლორულ- ქორეოგრაფიული ანსაბლი “სვანეთის შვილები” , ქორეოგრაფი იურა ბენდელიანი . 7 ივლისს კი ჩევნმა პატარა მოცეკვავეებმა ქალაქ ლანჩხუთში დასკვნით კონცერტში მიიღეს მონაწილეობა. ანსამბლს მიენიჭა ლაურეატის წოდება და დაჯილდოვდა სიგელით ცეკვების საუკეთესო შესრულებისთვის.
ნანი ბენდელიანი