Tag Archives: ვარლამ ლიპარტელიანი

ვარლამ ლიპარტელიანი – ძიუდო

დღეს, 18 ნოემბერს,  ვარლამ (ვალერი) ლიპარტელიანი გრან პრის ტურნირზე ასპარეზობს ნიდერლანდების ქალაქ ჰააგაში, 100კგ-მდე წონით კატეგორიაში. პირდაპირი რეპორტაჟი და შედეგები შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე –  https://live.ijf.org/gp_ned2018/overview

ვარლამ ლიპარტელიანმა დიუსელდორფის გრანდ სლემის ტურნირი მოიგო

დღეს, 25 თებერვალს გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში ვარლამ ლიპარტელიანმა გრანდ სლემის საერთაშორისო ტურნირი მოიგო ძიუდოში 100 კგ-მდე წონით კატეგორიაში. მან დეკემბერში უფრო მაღალი დონის ტურნირი – მასტერსის ტურნირი მოიგო, ხოლო 10-11 თებერვალს პარიზში გამართულ გრანდ სლემის ტურნირზე – ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მსოფლიოს ჩემპიონატზე ვარლამ ლიპარტელიანმა და უშანგი მარგიანმა საპრიზო ადგილები მოიპოვეს

3 სექტემბერს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში დასრულდა მსოფლიოს ჩემპიონატი ჭიდაობა ძიუდოში. ვარლამ ლიპარტელიანმა ზედიზედ მეოთხედ მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონატის საპრიზო ადგილი. ის ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა, ხოლო უშანგი მარგიანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.