Tag Archives: ხელედულა 3

გუშინ დაბა ლენტეხში დაწყებული საპროტესტო აქცია მთელი ღამე გაგრძელდა

გუშინ, 25 ივლისს, დაბა ლენტეხში ისევ გაიმართა “ხელედულა 3” ჰესის საწინააღმდეგო აქცია. პარალელურად, ლეჩხუმში, სოფ. ბარდნალაში დაბანაკებულ სამშენებლო ტექნიკასთან უკვე მე-6 დღეა გრძელდება შიმშილობა. ქვემო სვანეთში საკმაოდ დაძაბული მდგომარეობაა და დღესაც იგეგმება აქცია დაბა ლენტეხში. საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდნენ ზემო სვანეთის და საქართველოს სხვადასხვა კუთხეების მაცხოვრებელნიც.

“ხელედულა 3” ჰესის მშენებლობის საწინააღმდეგოდ შიმშილობა დაიწყეს

გუშინ, 22 ივლისს, “ხელედულა 3” ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია დაიწყო ცაგერის რაიონის სოფელ ბარდნალაში. ძირითადად ქვემო სვანეთის სოფ. წანაშიდან ჩასულმა მოსახლეობამ კარვები გაშალა მობილიზებული ტექნიკის მიმდებარე ტერიტორიაზე და ხუთი ადამიანი უკვე მეორე დღეა შიმშილობს. ლენტეხის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლები ლეჩხუმში ტექნიკის შემოყვანას აპროტესტებენ. სოფ. წანაშის მოსახლეობა აცხადებს რომ სამშენებლო კომპანია აპირებს სპეც ტექნიკის შეყვანას სვანეთში. ისინი ამბობენ, რომ მოსახლეობა კომპანიას მშენებლობის დაწყების უფლებას არ მისცემს: “არა სვანეთის დაცლას, გულგრილობა დანაშაულია, ვითხოვთ უსაფრთხო გარემოს”- ესაა აქციის მონაწილეთა მოთხოვნები.