ინდივიდუალური მეწარმეებისა და სტარტაპერებისთვის ბრენდინგისა და მარკეტინგის უფასო პრაქტიკული კურსები, პროექტი GRETA | მწვანე ეკონომიკის ფარგლებში, საქართველოს სამ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში – ამბროლაურში, წყალტუბოსა და მესტიაში, 2023 წლის მარტსა და აპრილში ჩატარდება. Continue reading GRETA-ს უფასო მარკეტინგის ტრენინგები მეწარმეებისთვის.
Category Archives: განათლება
კენგურუს მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა უკვე საქართველოშია!(R)
კენგურუს მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში ტარდება და ყოველ წელს 60 მილიონამდე მოსწავლე ღებულობს მასში მონაწილეობას. საქართველოში კენგურუს ოლიმპიადა წელს,19 მარტს ონლაინ ფორმატში გაიმართება. მასში მონაწილოების მიღება შეუძლიათ როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლის I-XII კლასის მოსწავლეებს. Continue reading კენგურუს მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა უკვე საქართველოშია!(R)
როგორ შეცვალა ლეილას გაკვეთილებმა ყარაჯალაში ქალების ყოველდღიურობა
თელავიდან 6 კილომეტრში ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებული სოფელი ყარაჯალაა. სოფლის ცენტრში, საჯარო სკოლასა და მეჩეთს შორის, ყარაჯალის სათემო ცენტრის შენობაში, ლეილა ბალაშვილი ეთნიკურად აზერბაიჯანელ ქალებსა და ბავშვებს ქართულ ენას ასწავლის. Continue reading როგორ შეცვალა ლეილას გაკვეთილებმა ყარაჯალაში ქალების ყოველდღიურობა
განათლების სამინისტრომ მოსწავლეები გათბობის გარეშე დატოვა
ამ სუსხიან დეკემბერში მაღალმთიანი სკოლები განათლების სამინისტრომ შეშის გარეშე დატოვა. სკოლებს შეშას ეროვნული სატყეო სააგენტო ჰყიდდა, წელს კი სამინისტრომ სკოლების მომარაგება შეშის შემცვლელი ბრიკეტებით გადაწყვიტა, მაგრამ შესყიდვის ტენდერები ოქტომბერში ჩაატარა, თან ისე, რომ მიმწოდებელი კომპანიები სკოლებისთვის მთლიანი მარაგის 40%-ის მიწოდებაზე მხოლოდ 25 დეკემბრამდე დაავალდებულა. Continue reading განათლების სამინისტრომ მოსწავლეები გათბობის გარეშე დატოვა
ნაბიჯი უიმედობიდან ცვლილებებისკენ
გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით. ის აქ სტაჟირების წარმატებით გავლის შემდეგ, მარტიდან მუშაობს. დღეს მიწის რეგისტრაციის პროექტისთვის ელექტრონული ბაზის შექმნა ევალება — საქმე საკმაოდ შრომატევადია, თუმცა დაღლილობა საერთოდ არ ეტყობა და გვეუბნება, რომ რასაც აკეთებს, ძალიან მოსწონს.
Continue reading ნაბიჯი უიმედობიდან ცვლილებებისკენლენტეხში ჯუმბერ მუკბანიანისადმი მიძღვნილი ფოლკლორული საღამო გაიმართა
12 იანვარს, ლენტეხის ლ. მუსელიანის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გაიმართა ღვაწლმოსილი მომღერალისა და ლოტბარის, საპატიო ლენტეხელის ჯუმბერ მუკბანიანის მოღვაწეობისადმი მიძღვნილი ფოლკლორული საღამო. ღონისძიება მუზეუმისა (დირ. ინგა ონიანი) და
ლენტეხის კულტურის ცენტრის (დირ. მაყვალა გაზდელიანი) ორგანიზებით და დაფინანსებით ჩატარდა.
მიტროპლიტ სტეფანეს კურთხევით წმ. იოანე ოქროპირის ” სწავლანი აღზრდის შესახებ” აქაც ხელმისაწვდომია
გთავაზობთ მიტროპოლიტი სტეფანეს ლოცვა-კურთხევით
სკალდის მთავარანგელოზთა სახელობის მონასტერის მიერ 2020 წელს გამოცემულ წმ. იოანე ოქროპირის წიგნს “სწავლანი აღზრდის შესახებ”. ეს სწავლება წმ. თეოფანე დაყუდებულის წიგნიდან თარგმნა ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა (ამჟამად ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი) სტეფანემ (კალაიჯიშვილი).
პროგრამა “ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო“ აცხადებს კონკურსს ახალგაზრდებისათვის
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა “ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო“ (EU NEIGHBOURS east) აცხადებს კონკურსს 16-დან 26 წლამდე ასაკის ახალგაზრდებისათვის „ახალგაზრდა ევროპელი ელჩების“ ინიციატივაში ჩასართავად.
Continue reading პროგრამა “ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო“ აცხადებს კონკურსს ახალგაზრდებისათვის
ემიგრანტი ბიზნესმენის მიმართვა ქართველებისადმი
შალვა ძოწენიძე 1994 წლიდან აშშ-ში ცხოვრობს, თუმცა საქართველო არ დავიწყებია. ის ბიზნესმენია და კალიფორნიაში რესტორნებს ფლობს. ქართული რესტორანი “თამარი” Covid- პანდემიამდე ცოტა ხნით ადრე აამოქმედა. მასთან ხანმოკლე ინტერვიუების ჩაწერა 2018 წელს მოვახერხე. ეს ვიდეოები რამდენიმე წუთიანია, მაგრამ უამრავ პრობლემას თუ გადაჭრის გზას იტევს: Continue reading ემიგრანტი ბიზნესმენის მიმართვა ქართველებისადმი
ევროპული სასწავლო პროგრამა, როგორც ხიდი საერთაშორისო განათლებისკენ
„ორი წლის წინ ახალციხის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში ვსწავლობდი. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ საზღვარგარეთ გავაგრძელებდი სწავლას – ეს შეუძლებლად მიმაჩნდა. ვფიქრობდი, რომ ამისთვის ან ძალიან ჭკვიანი უნდა ვყოფილიყავი, ან ძალიან მდიდარი და ჩემი ოჯახის ფინანსური მდგომარეობის გამო, სულ მიუღწევლად მეჩვენებოდა. Continue reading ევროპული სასწავლო პროგრამა, როგორც ხიდი საერთაშორისო განათლებისკენ
თიბისი აკადემია რისკების მართვის მიმართულებით სტუდენტების მიღებას იწყებს (R)
თიბისიმ, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, რისკების მართვის მიმართულებით აკადემია დააფუძნა. საგანმანათლებლო პროექტის მიზანი ახალგაზრდებისთვის საბანკო რისკების მიმართულებით კვალიფიკაციის ამაღლება, გამორჩეული კადრების აღმოჩენა და განათლების ხელშეწყობაა.
Continue reading თიბისი აკადემია რისკების მართვის მიმართულებით სტუდენტების მიღებას იწყებს (R)
საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი მომავალ ლიდერთა სკოლაში მიღებას აცხადებს
საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) მომავალ ლიდერთა სკოლამ (ELS) დაიწყო განაცხადების მიღება 2020-2021 წლისათვის. საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი იწვევს აქტივისტებს, ახალგაზრდა პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, სტუდენტებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და სოციალურ-პოლიტიკური თემატიკით დაინტერესებულ ახალგაზრდებს – ქვემო სვანეთიდან, სამეგრელო-ზემო სვანეთიდან, შიდა ქართლი/მცხეთა-მთიანეთიდან, თბილისიდან და იმერეთი/რაჭა-ლეჩხუმიდან – მომავალ ლიდერთა სკოლაში (Emerging Leaders School – ELS) მონაწილეობის მისაღებად. Continue reading საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი მომავალ ლიდერთა სკოლაში მიღებას აცხადებს