1 დეკემბერს ქალაქ ქუთაისში სამოქალაქო გაერთიანება სრულიად საქართველოს საზოგადოებრივი სადისკუსიო დარბაზი “ღირსება“დაფუძნდა. დარბაზის შექმნის ინიციატორი ლენტეხელი პოეტი ირმა ქურასბედიანი გახლდათ. “svanetiinfo.ge”-ზე გამოქვეყნებულ ინტერვიუში სწორედ ამ ინიციატივაზე საუბრობდა ლენტეხელი პოეტი. სტატიაში – “ქალის თვალით დანახული შექსპირი”, კითხვაზე – “რას უსურვებდით ახალგაზრდობას, თქვენს მკითხველს და საერთოდ ყველას?” პოეტი ამბობს: “ვუსურვებ ყველას, ეცხოვროს სიყვარულით და სიკეთის კეთებით, მოზარდებს ვუსურვებ, არ დაკარგონ მომავლის იმედი, რაც მთავარია, ჰქონდეთ ღირსება. სწორედ ამ ღირსების გამო მინდა დავაფუძნო “ღირსების დარბაზი”.
დარბაზის დაამფუძნებლები არიან:
ალექსანდრე შენგელია – საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი, სახელმწიფო პრემიის ლაურიატი, ქუთაისის საპატიო მოქალაქე;
ზურაბ ჯავახაძე – ზურაბ ჯავახაძის სახელობის ქუთაისის სპორტული მუზეუმის დამაარსებელი, ქუთაისის საპატიო მოქალაქე;
გიორგი წულაძე – საზოგადო მოღვაწე, ქუთაისის საპატიო მოქალაქე;
ბენია თხილავა – ჟურნალისტი, მეცნიერ-სპეციალისტთა და ჟურნალისტთა სამეცნიერო – შემოქმედებით კავშირ “ინტელექტის” პრეზიდენტი, ქუთაისის საპატიო მოქალაქე;
ირმა ქურასბედიანი – პოეტი, საქართველოს მწერალთა კავშირისა და საქართველოს ჩოხოსანთა კავშირის წევრი;
შედგა სადამფუძნებლო კრება, რომელმაც დაამტკიცა დარბაზის წესდება.
ნანი ბენდელიანი, ლენტეხი