28-თებერვალს მესტიის ილარიონ ქართველის სახელობის გიმნაზიაში ჩატარდა რაიონული კონკურსი “ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას”, რომელიც საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ინიციატივით ტარდება უკვე მრავალი წელია. შესაბამისად რაიონული კონკურსის ორგანიზება გაწია საპატრიაქოს წარმომადგენელმა.
დაბალ ასაკობრივ ჯგუფში მონაწილეები იყვნენ: მესტიის ილარიონ ქართველის გიმნაზიის მოსწავლეთა გუნდი “ოსანა”, ლატალის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდი “ღვთის მოშიშნი”, ბეჩოს საჯარო სკოლის მოსწავლეების გუნდი “სამოთხე”. მათგან პირველ ადგილზე გავიდა გიმნაზიის გუნდი “ოსანა”. მეორეზე ადგილზე ლატალის გუნდი “ღვთის მოშიშნი” გავიდა და ამ გუნდს, დაგროვებული ქულების მიხედვით მიეცა შანსი და ის ასპარეზობას განაგრძობს სანუგეშო ტურში.
უფროსი ასაკის გუნდებს შორის ასპარეზობდნენ: ლენჯერის საჯარო სკოლა და ბეჩოს საჯარო სკოლა. მათ შორის პირველ ადგილზე გავიდა და შემდეგ ეტაპზე ასპარეზობას განაგრძობს ლენჯერის საჯარო სკოლის გუნდი.
მადონა წერედიანი, დაბა მესტია.