20-მაისს, მესტიის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის საკონფენციო დარბაზში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტის შესახებ. შეხვედრის ორგანიზატორმა და პროექტის წარმომადგენელმა გიორგი სვანიძემ წარადგინა პროექტი და დაინტერესებულ პირებს შეკითხვებზე ამომწურავი პასუხები გასცა.
1) ბიზნესიდეების წარდგენა, რომელიც 2017 წლის 15 მაისს დაიწყო და 31 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ, წარმოადგინონ ბიზნესიდეის განაცხადი ონლაინ ვებ-გვერდზე: www.qartuli.ge რის შემდეგაც მოხდება საუკეთესო ბიზნესიდეების ავტორების გამოვლენა. გამარჯვებულებს ჩაუტარდებათ ტრეინინგი მეწარმეობის შესახებ, რომელიც მოიცავს ბიზნესგეგმის მომზადების საკითხებსაც;
ამ პროექტით გასულ წელს, მესტიის რაიონში, საკმაოდ ბევრმა მოსახლემ ისარგებლა.
პროექტის ეფექტურობამ წელს ხალხის უფრო მეტი დაინტერესება გამოიწვია ვიდრე გადულ წელს იყო.
მესტიის რაიონში ფუნქციონირებს სააგენტოს წარმომადგენლობითი ოფისი სადაც დაინტერესებულ პირებს კონსულტაციას უწევენ საველე ოფიცრები: ქრისტინე გოგოხია და ლევან უდესიანი.
ფოტოზე გიორგი სვანიძე და ქრისტინე გოგოხია.
მადონა წერედიანი, დაბა მესტია.