21-მაისს, დაბა მესტიაში, სეტის მოედანზე ჩატარდა ახალგაზრდა შემოქმედთა ფესტივალი “გახაფხულის ფერები”.
ფესტივალში მონაწილეობდნენ შემდეგი ანსამბლები: ქალაქ რუსთავის ფოლკლორული ანსამბლი ,,ჩოხოსანი”, ქალაქ რუსთავის ფოლკლორის სკოლასთან არსებული ანსამბლი “იები”, საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ ერისიონთან არსებული ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი “ლომისა”, ქალაქ რუსთავის ფოლკლორის სკოლასთან არსებული ანსამბლი “ბექთარი”, ქალაქ თბილისის ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი “კელაპტარი”, ქალაქ რუსთავის ფოლკლორული ანსამბლი “თამარისი”, ქალაქ თბილისის N-60 საჯარო სკოლის ინსტრუმენტალური ჯგუფი “ილუზია”, ქალაქ თბილისის სტუდია “კამერტონის” ინსტრუმენტალური ჯგუფი “ებანი”.
https://youtu.be/Nkl48CJZ4iQ
ფესტივალის ორგანიზატორები იყვნენ კომპანია “MAGIC GROUP” და მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობა. ჩვენ კომენტარი ვთხოვეთ კომპანია “MAGIC GROUP”-ის ხელმძღვანელს მარინა ოდიშარიას:
ასევე გავესაუბრეთ მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელს ნარგიზა ნიგურიანს:
მადონა წერედიანი, დაბა მესტია.