26 მაისს ლენტეხში კონცერტი ჩატარდა და ნახატების გამოფენა მოეწყო

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის ორგანიზებით (ხელმძღვანელი მარადი ლიპარტელიანი)  ჯ. მეშველიანის სახელობის კულტურის სახლში გაიმართა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ ჯ. მეშველიანის სახელობის კულტურის ცენტრი (დირექტორი-მაყვალა გაზდელიანიდა მასთან არსებული გ. გუგავას სახელობის ანსამბლი “ლაგუშედა” ( ლოტბარი ზურა ლიპარტელიანი), ლენტეხის მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებაში (ხელმძღვანელი-ბიქტორ გაზდელიანი) შემავალი ჯ. მეშველიანის სახელობის ანსამბლი “ლილე” (ხელმძღვანელი გულადი ლიპარტელიანი), მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი “ძიება+” ( ხელმძღვანელი ნინელი ონიანი), ჩოლურის თემის ანსამბლი “მიჟე ნარი” ( ხელმძღვანელი – ჯუმბერი მუკბანიანი) და ხელედის კულტურის სახლთან არსებული ქალთა ანსამბლი “ლამარია” (ხელმძღვანელი-ვასილ გვიჭიანი). სოლო სიმღერები შეასრულეს “ძიება + “-ის  პედაგოგმა იზა ჩაკვეტაძემ და აღსაზრდელებმა გიორგი მკერვალიშვილმა, ლუკა ტვილდიანმა, ბეთქილ გვიჭიანმა. სვანური და მთიულური ცეკვა შეასრულა “ძიება + “-თან არსებულმა ბავშვთა ანსამბლმა “სვანეთის შვილები“ (ქორეოგრაფი იური ბენდელიანი)

ღონისძიებას ესწრებოდა ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბატონი ამირან ჯამბურიძე, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და ერთიან, ძლიერ და გაბრწყინებულ საქართველოში ცხოვრება უსურვა.

კულტურის სახლის 1 სართულზე ლენტეხის სამხატვრო სკოლამ (დირექტორი-თამილა ლიპარტელიანი) გამოფინა სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა 200-მდე ნამუშევარი. ყველას აქვს შესაძლებლობა 1 კვირის განმავლობაში დაათვალიეროს ეს გამოფენა. წარმოდგენილი ნახატები შესრულებულია აკვარელით, ზეთითა და გუაშით თავისუფალ თემაზე (გრაფიკა და ფერწერა).

18664592_1860652674256027_9093274612867136901_n

18622351_1860656157589012_6181880268133847080_n

18698252_1860652917589336_2346193891917223615_n

 

18739997_1860656020922359_1372325288204006367_n

 

 

18622670_1860653557589272_2270018546504561482_n

 

18671177_1860652557589372_7553808962281377436_n

გვანცა ქურასბედიანი,
მირანგულა მუკბანიანი.