26-მაისს, მესტიაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, სეტის მოედანზე გაიმართა ზემო სვანეთის სხვადასხვა სოფლებიდან ადგილობრივი რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა. ხელნაკეთმა ნივთებმა უცხოელი ტურისტების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურეს, ასევე გაიმართა საზეიმო კონცერტი, რომელიც მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილის ქალბატონ ნელი ნავერიანის გამოსვლით გაიხსნა.
კონცერტში მონაწილეობა მიიღეს როგორც ადგილობრივმა ფოლკლორულმა ანსამბლებმა, ასევე ქალაქ თბილისიდან მოწვეულმა მუსიკალურმა ბენდმა “Band E Roll” . გაიმართა შეჯიბრება ჭადრაკსა და მჯლავჭიდში, რომელშიც ნებისმიერ მსურველს შეეძლო მონაწილეობის მიღება.
მადონა წერედიანი, დაბა მესტია.