თვითმმართველობის არჩევნების შედეგები ქვემო სვანეთში

2017 წლის 21 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები ლენტეხის მუნიციპალიტეტში მშვიდობიანად ჩატარდა, როგორც ჩვენთან საუბარში №46 ლენტეხის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მანანა ონიანმა განაცხადა, არცერთ უბანზე დამკვირვებელთა მხრიდან შენიშვნები არ გამოთქმულა.

ლენტეხის მუნიციპალიტეტში არჩევნების დღისათვის დაფიქსირებული იყო 5 861 ამომრჩეველი, არჩევნებში კი მონაწილეობა მიიღო 3 145-მა ადამიანმა, ანუ 53,7 %-მა. ეს მაჩვენებელი 16 %-ით ნაკლებია ვიდრე 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა (3 729).

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი ბადრი ლიპარტელიანი იქნება. მან 3 034 ამომრჩევლის (ბათილი ბიულეტენების გამოკლებით) ხმების 74,8% მიიღო:

მერობის კანდიდატების მიერ მიღებული ხმები

№46 ლენტეხის საოლქო საარჩევნო კომისიაში მხოლოდ 8 საარჩევნო სუბიექტმა წარადგინა საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატთა პროპორციული სიები, გთავაზობთ იმ საარჩევნო სუბიექტების შედეგებს რომელთაც 3 004 ამომრჩევლის (ბათილი ბიულეტენების გამოკლებით) 1%-ზე მეტი ხმა მიიღეს:

საარჩევნო სუბიექტების მიერ პროპორციული სიებით მიღებული ხმები

საარჩევნო კოდექსის მიხედვით პარტიული სიის მიერ საკრებულოში მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად პარტიული სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება საარჩევნო ოლქში პროპორციული წესით გასანაწილებელი მანდატების რაოდენობაზე და იყოფა იმ პარტიების/საარჩევნო ბლოკების მიერ მიღებული ხმების რაოდენობათა ჯამზე, რომლებმაც მიიღეს არჩევნებში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 4%-ისა. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა. არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა. ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სულ 23 დეპუტატი უნდა იყოს, აქედან 8 მაჟორიტარი დეპუტატი იქნება.

შესაბამისად ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პროპორციული სიით მოხვდნენ
“ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო”-ს 1 კანდიდატი:
1. მირიან ლიპარტელიანი.
“დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა-დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველო”-ს 1 კანდიდატი:
1. გრიგოლ ლიპარტელიანი.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”-ს 2 კანდიდატი:
1. რომან (მურმან) მუკბანიანი,
2. დათო ლიპარტელიანი.
“დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი-საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”-ს 2 კანდიდატი:
1. ზურაბ ზურაბიანი,
2. მურმან ტვილდიანი.
“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”-ს 9 კანდიდატი:
1. გიორგი გაზდელიანი,
2. მარეხ ონიანი,
3. ირინე ლიპარტელიანი,
4. დავით ლიპარტელიანი,
5. ირაკლი ქურასბედიანი,
6. ამირან ლიპარტელიანი,
7. ლამზირა გუგავა,
8. ამირან ქურასბედიანი,
9. ვახტანგ (მარადი) ჯანხოთელი.

ლენტეხის მუნიციპალიტეტში 8 მაჟორიტარიული ოლქია და მთლიანობაში 23 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. 3 მაჟორიტარულ ოლქში “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”-ს კანდიდატებს კონკურენტი საერთოდ არ ჰყავდათ და მათ თავიდანვე გარანტირებული ჰქონდათ გამარჯვება. ესენი არიან:

რცხმელურის მაჟორიტარულ ოლქში – დალი ტვილდიანი,
ხელედის მაჟორიტარულ ოლქში – მურადი ჩანქსელიანი,
ცანის მაჟორიტარულ ოლქში – თორნიკე ნიჟარაძე.

დანარჩენი 5 მაჟორიტარული ოლქიდან 4-ში ისევ “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”-ს კანდიდატებმა გაიმარჯვეს:

ლენტეხის მაჟორიტარულ ოლქში – დავით პირველი (73,4%),
ჩიხარეშის მაჟორიტარულ ოლქში – სოსო ავალიანი (63,3%),
ჩოლურის მაჟორიტარულ ოლქში – მამუკა მუკბანიანი (48,2%),
ხოფურის მაჟორიტარულ ოლქში – სოსო ქურასბედიანი (74,6%).

მხოლოდ ერთადერთ, ჟახუნდერის მაჟორიტარულ ოლქში გაიმარჯვა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილმა კანდიდატმა ზურაბ ონიანმა (50,7%).

როგორც ჩვენთან საუბარში ლენტეხის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მანანა ონიანმა განაცხადა, შემაჯამებელი ოქმი 1 ნოემბერს გამოქვეყნდა და ახლად არჩეული საკრებულოს პირველი სხდომა შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან 2 კვირაში უნდა გაიმართოს. ამავე სხდომაზე მოხდება ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის წარდგენაც და მისი უფლებამოსილების ძალაში შესვლაც.

ცოტნე მუსელიანი, დაბა ლენტეხი.