სს “ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონული ოფისის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტის ეკა ურიდიას მიერ მოწოდებული ინფორმაციით მეწყრული მოვლენების გამო, მესტიის რაიონის სოფელ ლატალთან საფრთხე შეექმნა 35 კვ ელექტროგადამცემი ხაზის ფუნქციონირებას.
გართულების თავიდან ასაცილებლად, საჭირო გახდა ახალი საყრდენების უსაფრთხო ადგილას მონტაჟი. აღნიშნულ სამუშაოებს ატარებს სს “ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს მაღალი ძაბვის ექსპლუატაციის სამსახური, რის გამოც, 22 ნოემბერს 11:00 საათიდან 13:00 საათამდე და 15:00 საათიდან 17:00 საათამდე მესტიის ცენტრალურ გზაზე შეფერხდება საავტომობილო მოძრაობა.
ფოტოს ავტორი: მირანგულა მუკბანიანი.