ლენტეხის მუნიციპალიტეტის ახლად არჩეულმა საკრებულომ პირველი სხდომა გამართა

20 ნოემბერს ლენტეხის მუნიციპალიტეტის ახლად არჩეული საკრებულოს პირველი სხდომა ჩატარდა. სხდომა გახსნა ლენტეხის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მანანა ონიანმა, რომელმაც კიდევ ერთხელ გააცნო  არჩევნების შედეგები დამსწრე საზოგადოებას, შემდეგ კი სხდომის თავმჯდომარეობა განაგრძო საკრებულოს  უხუცესმა წევრმა გრიგოლ ლიპარტელიანმა.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულო პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”-ს დიდი უმრავლესობით დაკომპლექტდა. სულ ლენტეხის საკრებულოში 23 დეპუტატია, ეს პარტია კი საკრებულოში 16 დეპუტატით არის წარმოდგენილი.

საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ფარული კენჭისყრით გიორგი გაზდელიანი აირჩიეს.
ასევე ფარული კენჭისყრით იქნა არჩეული საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ დავით ლიპარტელიანი. მისი კანდიდატურა გიორგი გაზდელიანმა დაასახელა.

დეპუტატებმა აირჩიეს საკრებულოში მოქმედი კომისიების ხელმძღვანელებიც. გთავაზობთ საკრებულოს დეპუტატების სრულ სიას თანამდებობების მითითებით:
გიორგი გაზდელიანი, საკრებულოს თავმჯდომარე, “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”;
დავით ლიპარტელიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”;
ირინე ლიპარტელიანი, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე, “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”;
ამირან ქურასბედიანი, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”;
დალი ტვილდიანი, სოც. საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, დეპუტატი რცხმელურის მაჟორიტარული ოლქიდან, “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”;
დავით პირველი, სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე, დეპუტატი ლენტეხის მაჟორიტარული ოლქიდან, “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”;
მამუკა მუკბანიანი, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის თავმჯდომარე, დეპუტატი ჩოლურის მაჟორიტარული ოლქიდან, “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”;
მარეხ ონიანი, “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”;
ირაკლი ქურასბედიანი, “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”;
ამირან ლიპარტელიანი, “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”;
ლამზირა გუგავა, “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”;
ვახტანგ (მარადი) ჯანხოთელი, “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”;
მურადი ჩანქსელიანი, დეპუტატი ხელედის მაჟორიტარული ოლქიდან, “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”;
თორნიკე ნიჟარაძე, დეპუტატი ცანის მაჟორიტარული ოლქიდან, “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”;
სოსო ავალიანი, დეპუტატი ჩიხარეშის მაჟორიტარული ოლქიდან, “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”;
სოსო ქურასბედიანი, დეპუტატი ხოფურის მაჟორიტარული ოლქიდან, “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”;
რომან (მურმან) მუკბანიანი, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”;
დათო ლიპარტელიანი, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”;
ზურაბ ზურაბიანი, “დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი-საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”;
მურმან ტვილდიანი, “დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი-საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”;
ზურაბ ონიანი, დეპუტატი ჟახუნდერის მაჟორიტარული ოლქიდან, საინიციატივო ჯგუფი;
მირიან ლიპარტელიანი, “ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო”;
გრიგოლ ლიპარტელიანი, “დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა-დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველო”.

ცოტნე მუსელიანი.