20 მარტს ლაჯანურჰესში დაგეგმილი სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება 15:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე პერიოდში შეუწყდება 7 346 აბონენტს – ქ. ცაგერში და ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში, დაბა ლენტეხში და ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში, 3185 აბონენტს – ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხვანჭკარა, ჭრებალო, ბუგეული, პატარაონი, ტბეთი და მიმდებარე სოფლებში, 12 340 აბონენტს ქ. წყალტუბოში და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებში.
ასევე, ამავე დღეს დაგეგმილი პროფილაქტიკური და სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება:
ქვემო სვანეთში: 11:00-დან 17:00 საათამდე – 462 აბონენტს დაბა ლენტეხში – თამარ მეფის, ხერგიანის, დავით აღმაშენებლის, წერეთლის და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე სოფ. ლექსურაში.
ცაგერის მუნიციპალიტეტში: 11:00-დან 17:00 საათამდე – 239 აბონენტს ქ. ცაგერში კოსტავას,თამარ მეფის, შოთა რუსთაველის, ნინოშვილის და მიმდებარე ქუჩებზე. 11:00-დან 18:00 საათამდე – 552 აბონენტს სოფლებში ნასპერი, ქვედა ღვირიში, ალპანა, ნაკურალეში და მიმდებარე სოფლებში.
სამუშაოების დასრულებისთანავე მომხმარებელთა ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
ეს ინფორმაცია მოგვაწოდა სს “ენერგოპრო ჯორჯია”-ს დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ოფისის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტმა თეონა გეგუჩაძემ.