18-21 ივლისს დაბა ლენტეხის სპორტ-კომპლექსის ღია კედელზე საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა ახალგაზრდებს შორის სწრაფ და რთულ ცოცვაში და ჯოკია გუგავას სახელობის ტურნირი გუნდებს შორის. ჩემპიონატი საქართველოს მეკლდეურობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და ადგილობრივი მერიის მხარდაჭერით ჩატარდა. ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიამ ჯოკია გუგავას სახელობის ტურნირში პირველ, მეორე, მესამე ადგილზე გასულ გუნდებს ფულადი ჯილდოები გადასცა: პირველ ადგილზე გასულ ლენტეხი II გუნდს – 500 ლარი, მეორე ადგილზე გასულ თბილისი I გუნდს – 300 ლარი, ხოლო მესამე ადგილზე გასულ თბილისი II გუნდს – 200 ლარი. საქართველოს ჩემპიონატი მეკლდეურობაში, რთულ და სწრაფი ცოცვაში სამ ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა. გთავაზობთ გამარჯვებულთა სიას:
რთული ცოცვა
2002-2003წწ. დაბადებულები.
გოგონები:
1- თვაური ნიცა (თბილისი)
2- სანაძე სალომე (თბილისი),
3- ჩანქსელიანი გვანცა (ლენტეხი),
ვაჟები:
1- ჩუგოშვილი ილია (თბილისი)
2- მელანაშვილი ლუკა (ნიქოზი),
3- ხარატიშვილი ვანო (თბილისი)
2004-2005წწ დაბადებულები
გოგონები:
1- ქურასბედიანი ქეთი ( თბილისი),
2- ქურასბედიანი ნინო ( ლენტეხი),
3- ლიპარტელიანი ეკა (ლენტეხი)
ვაჟები:
1- ჯაშიაშვილი ლუკა (თბილისი),
2- ბერუაშვილი ნიკა (ბათუმი),
3- მკერვალიშვილი გიორგი (ლენტეხი).
2006-2007წწ დაბადებულები:
გოგონები:
1- ივანაძე ანა (ნიქოზი),
2- მელანაშვილი მარიამი (ნიქოზი),
3- გეწაძე ელენე (ქუთაისი).
ვაჟები:
1- გვარაძე ლუკა (ნიქოზი),
2- თედეევი გიორგი (ნიქოზი),
3- თედეევი მათე (ნიქოზი).
სწრაფი ცოცვა
2002-2003წწ. დაბადებულები,
გოგონები:
1- თვაური ნიცა (თბილისი),
2- სანაძე სალომე (თბილისი),
3- ჩანქსელიანი გვანცა (ლენტეხი)
ვაჟები:
1- ჩუგოშვილი ილია (თბილისი),
2- ხარატიშვილი ვანო (თბილისი),
3- ცინცაძე ზაქრო (ბათუმი),
2004-2005წწ. დაბადებულები
გოგონები:
1- ქურასბედიანი ქეთი (თბილისი),
2- ლიპარტელიანი ეკა ( ლენტეხი),
3- ბენდელიანი ნინო (ლენტეხი),
ვაჟები:
1- ჯაშიაშვილი ლუკა(თბილისი),
2- მუკბანიანი გიორგი ( ლენტეხი),
3- გრძელიშვილი პაატა ( თბილისი).
2006-2007წწ. დაბადებულები
გოგონები:
1- გეწაძე ელენე (ქუთაისი)
2- ივანაძე ანა (ნიქოზი),
3- მელანაშვილი მარიამი (ნიქოზი).
ვაჟები:
1- თედეევი გიორგი ( ნიქოზი),
2- გვიჭიანი გიორგი ( ლენტეხი),
3- გვარაძე ლუკა( ნიქოზი).
გუნდური პირველობა სწრაფ და რთულ ცოცვაში თბილისის გუნდმა მოიპოვა. აღნიშნული გუნდის მწვრთნელი გახლავთ ავთო ქურასბედიანი. ჩემპიონატს ესწრებოდნენ საქართველოს მეკლდეურობის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი – ლადო გურჩიანი და საქართველოს მეკლდეურობის ეროვნული ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი – მირზა ლიპარტელიანი.
დაჯილდოების ცერემონიალი ლენტეხის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა, ღონისძიების წამყვანი გახლდათ ალეკო ლეჟავა. ჩემპიონატში მონაწილე გუნდების სპორტსმენებს, მსაჯებს მწვრთნელებსა საჩუქრად გადაეცათ წიგნი, რომელიც სოზარ გუგავას დღიურის და ჩანაწერების საფუძველზე დაწერა მისმა მეუღლემ ლამარა ბენდელიანმა.
დაჯილდოების ცერემონიის დასასრულს საქართველოს მეკლდეურობის ეროვნული ფედერაციის ვიცე პრეზიდენტმა მირზა ლიპარტელიანმა ისაუბრა სოზარ გუგავას, ჯოკია გუგავასა და გელა (კუშნი) გუგავას ღვაწლზე, თუ როგორ შეძლო ამ სამმა ბუმბერაზმა პიროვნებამ გაეკვალათ გზა მომავალი თაობებისათვის.
გვანცა ქურასბედიანი.