სვანეთში ისევ ჩამოთოვა, ქვის ცვენის გამო ტრანსპორტის მოძრაობა გართულდა

დღეს, 22 აპრილს სვანეთის მაღალმთიან სოფლებში ჩამოთოვა. ქვის ცვენის გამო გართულდა გადაადგილება გზებზე, განსაკუთრებით მესტია – ზუგდიდის დამაკავშირებელ მონაკვეთზე.
Continue reading სვანეთში ისევ ჩამოთოვა, ქვის ცვენის გამო ტრანსპორტის მოძრაობა გართულდა

წითელი ჯვრის საზოგადოებამ ლენტეხში ტრენინგი და სიმულაციური ვარჯიში ჩაატარა

20 აპრილს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ ლენტეხის #2 საჯარო სკოლის ეზოში ჩაატარა სიმულაციური ვარჯიშები მოსწავლეებისათვის,რომელიც შეეხებოდა სტიქიური უბედურების დროს (მაგ. მიწისძვრის დროს) დაშავებულისთვის პირველადი დახმარების გაწევას. Continue reading წითელი ჯვრის საზოგადოებამ ლენტეხში ტრენინგი და სიმულაციური ვარჯიში ჩაატარა

ლენტეხის გამგებელი ჟურნალისტის საჯაროდ “გაკიცხვას” შეეჩვია

2016 წლის დეკემბერში, ლენტეხის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე, გამგებელმა ამირან (ჟორდან) ჯამბურიძემ უკმაყოფილება გამოთქვა გაზეთში “სვანეთი” საკრებულოს სხდომის შესახებ გამოქვეყნებული მასალის გამო და სხდომაზე დამსწრე რედაქტორის მოადგილეს (თქვენს მონა-მორჩილს) მოსთხოვა – Continue reading ლენტეხის გამგებელი ჟურნალისტის საჯაროდ “გაკიცხვას” შეეჩვია

ხვალ ლენტეხისა და ჩოლურის სოფლებში აღდგომის ხატს მიაბრძანებენ

აღდგომის დღესასწაულზე და ბრწყინვალე შვიდეულში ( 16 აპრილიდან  23 აპრილამდე)  ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი),  ეპარქიის მღვდლები და მრევლი ერთად აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მიულოცავენ ეპარქიის თითქმის ყველა სოფელს, მიაბრძანებენ აღდგომის ხატს და აღავლენენ პარაკლისებს. ზოგან ჩატარდება წირვაც. ეს ტრადიცია უკვე რამდენიმე წელია რაც დამკვიდრდა.
Continue reading ხვალ ლენტეხისა და ჩოლურის სოფლებში აღდგომის ხატს მიაბრძანებენ

კონკურსის “შეNს ქალAქს დაუTOვე” ფარგლებში მესტიის შესასვლელთან კედელი მოიხატა

საინფორმაციო ცენტრმა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ გამოაცხადა კონკურსი “შეNს ქალAქს დაუTOვე”, რომელიც რამდენიმე დღის წინ დასრულდა.
ამ პროექტის ფარგლებში მხატვარმა ზურა ფალიანმა დაბა მესტიაში შესასვლელი კედელი მოხატა.
Continue reading კონკურსის “შეNს ქალAქს დაუTOვე” ფარგლებში მესტიის შესასვლელთან კედელი მოიხატა

აღდგომის სადღესასწაულო წირვა მესტიის საკათედრო ტაძარში

16 აპრილს მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტმა ილარიონმა (ქიტიაშვილი) აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის წირვა მესტიის მაცხოვრის აღდგომის სახელობის საკათედრო ტაძარში აღავლინა.
Continue reading აღდგომის სადღესასწაულო წირვა მესტიის საკათედრო ტაძარში

დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ლენტეხის N2 საჯარო სკოლაში

12 აპრილს, ლენტეხის N2 საჯარო სკოლაში გაიმართა დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელშიც დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა დიდი ენთუზიაზმით მიიღეს მონაწილეობა.
Continue reading დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ლენტეხის N2 საჯარო სკოლაში

გუშინ ქვემო სვანეთის მაღალმთიან სოფლებში ცოტა მოთოვა

გუშინ, 9 აპრილს ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ჩოლურის, ხელედისა და ლაშხეთის თემებში ცოტა ჩამოთოვა, თუმცა ცენტრალურ გზაზე თოვლი არ დევს. სოფ. სასაშში თოვლის საფარმა დაახლოებით 10 სმ-ს მიაღწია, ღამით არ მოუყინავს. დღეს ცვალებადი მოღრუბლულობაა, დათბა და თოვლიც დნება.
Continue reading გუშინ ქვემო სვანეთის მაღალმთიან სოფლებში ცოტა მოთოვა

ლატალის უძველეს ტაძარში ბზობის სადღესასწაულო წირვა აღევლინა

გუშინ 9 აპრილს სოფ. ლატალის მაცხოვრის ამაღლების სახელობის, მე-10-11 საუკენეების ტაძარში ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა, ხოლო წირვის დასასრულს ცხრა აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინა ლატალის მოძღვარმა სქიმარქიმანდრიტმა ეგნატემ (კურტანიძე).
Continue reading ლატალის უძველეს ტაძარში ბზობის სადღესასწაულო წირვა აღევლინა

ლატალის მ’ხეერის მთავარანგელოზის ტაძარი

ალბათ ძალიან ბევრმა სვანმაც კი არ იცის ამ ტაძრის არსებობის შესახებ, რომელიც ტურისტებისთვის განსაკუთრებულად საინტერესო ადგილად ითვლება. ზაფხულში თუ სურვილი გაგიჩნდებათ და მოილოცავთ ზემო სვანეთში სოფ. ლატალის მ’ხეერის მთავარანგელოზის ტაძარს, უდიდეს მადლს და სიამოვნებას მიიღებთ.
Continue reading ლატალის მ’ხეერის მთავარანგელოზის ტაძარი

კონკურსში “მოზარდები ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ” წვირმის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გაიმარჯვეს

30 მარტს დაბა მესტიის იუსტიციის სახლში შედგა მესტიის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით ჩატარებული კონკურსის “მოზარდები ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ” ჟიურის შემაჯამებელი სხდომა და წარმოდგენილი ვიდეორგოლების ჩვენება. I ადგილი – სოფ. წვირმის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდმა დაიკავა.
Continue reading კონკურსში “მოზარდები ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ” წვირმის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გაიმარჯვეს

მინისტრებმა სამთო-სათხილამურო კურორტი თეთნულდი მოინახულეს

23-მარტს ზემო სვანეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი.
Continue reading მინისტრებმა სამთო-სათხილამურო კურორტი თეთნულდი მოინახულეს