დღეს რუსეთის ქალაქ ყაზანში მიმდინარე ევროპის ჩეპიონატში ძიუდოში ვარლამ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონი გახდა. Continue reading ვარლამ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონი გახდა
All posts by გაზეთი "სვანეთი"
23-24 აპრილს გაიმართება გელდიაშვილის მემორიალი მეკლდეურობაში
23-24 აპრილს თბილისში, ვაკის საცოც დარბაზში გაიმართება ირაკლი გელდიაშვილის ტრადიციული მემორიალური ტურნირი რთულ და სწრაფ ცოცვაში. საკვალიფიკაციო შეჯიბრი დაიწყება 23 აპრილს 12:00 საათზე, ფინალები კი – 24 აპრილს 13:00 საათზე. ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ ქართველი სპორტსმენები. ისინი რეგისტრაციას 23 აპრილს 11:00 საათზე გაივლიან. შეჯიბრი მხოლოდ ინდივიდუალურია,არ არის დაწესებული ასაკობრივი ზღვარი და ნებისმიერი ასაკის სპორტსმენს შეუძლია მონაწილეობის მიღება.
Continue reading 23-24 აპრილს გაიმართება გელდიაშვილის მემორიალი მეკლდეურობაში
ქვემო სვანეთში სპორტის მასწავლებლების დეფიციტია – ბავშვები მასწავლებლებს ითხოვენ
ქრისტინე დონღვანი, სოფ. ჩიხარეში
თამარი ონიანი, სოფ. სასაში
გიორგი ონიანი, სოფ. სასაში
ყველას მოგეხსენებათ, თუ როგორი მნიშვნელოვანია სპორტი ჯანსაღი ცხოვრებისთვის, მაგრამ ჩიხარეშში, მელეში, შკედში, სასაშში და ქვემო სვანეთის ბევრ სხვა სოფელში ბავშვებს შესაძლებლობა არ ეძლევათ, რომ სპორტული ცხოვრებით დაკავდნენ, სპორტის თუნდაც ერთ სახეობაზე იარონ.
Continue reading ქვემო სვანეთში სპორტის მასწავლებლების დეფიციტია – ბავშვები მასწავლებლებს ითხოვენ
ქვემო სვანეთში აგრარული ბაზარი არ არსებობს – “…ეს სახელმწიფომ უნდა გააკეთოს…” აცხადებს გერმან ქურასბედიანი
თამარ ონიანი, სოფ. სასაში
ცოტნე მუსელიანი, დაბა ლენტეხი
ქვემო სვანეთის მოსახლეობისგან ხშირად გვესმოდა უკმაყოფილება აგრარული ბაზრის არარსებობის გამო, კითხვებით სოფ. სასაშის მკვიდრებს მივმართეთ:
Continue reading ქვემო სვანეთში აგრარული ბაზარი არ არსებობს – “…ეს სახელმწიფომ უნდა გააკეთოს…” აცხადებს გერმან ქურასბედიანი
გუნდი “ჯვარი მძლეველი” მესტიაში იასპარეზებს
ჩოლურის საჯარო სკოლის გუნდი “ჯვარი მძლეველი”, რომელმაც გაიმარჯვა ინტელექტუალური კონკურსის “ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას” რაიონულ ეტაპზე უფროს ასაკობრივ ჯგუფში, დღეს ზუგდიდის გავლით მესტიაში გაემგზავრა. Continue reading გუნდი “ჯვარი მძლეველი” მესტიაში იასპარეზებს
“სანამ ცოცხალი ვიქნები ვაკეთებ, სანამ მხედველობა მექნება თვალებში.”
ავტორი: ქრისტინე დონღვანი
სოფ. ჩიხარეში
ქვემო სვანეთში ხეზე კვეთის ოსტატების დიდი სიმცირეა. მოგეხსენებათ ხის მასალაზე მუშაობა დიდ ნიჭს, ცოდნას და ენერგიას მოითხოვს. ეს ცოდნა ზოგს წინაპრებისგან მოსდევს, ზოგიც სხვისგან სწავლობს, იშვიათი გამონაკლისები კი მხოლოდ საკუთარი ნიჭით და გამოცდილებით აღწევენ ოსტატობის მაღალ დონეს.
Continue reading “სანამ ცოცხალი ვიქნები ვაკეთებ, სანამ მხედველობა მექნება თვალებში.”
სოფ. საყდრის გზა დაზიანებულია
სოფელი საყდარი ლენტეხიდან 12 კმ-ში, ლენტეხი-მელეს დამაკავშირებელი ცენტრალური გზიდან 1კმ-ის დაშორებით მდებარეობს, ჩოლურის თემში. სოფელი ცნობილია წმინდა გიორგის სახელობის ბაზილიკური ტიპის, უძველესი ეკლესიით, რომლის ფრესკებიც ჯერ კიდევ შენარჩუნებულია.
სოფელში საზოგადოებრივი ტრანსპორტი თითქმის არ მოძრაობს, რის გამოც მოსახლეობას ძირითადად ფეხით უწევს ცენტრალურ გზამდე და მეზობელ სოფლებში სიარული.
Continue reading სოფ. საყდრის გზა დაზიანებულია
ლენტეხისა და ამბროლაურის გუნდების ამხანაგური შეხვედრა რაგბში
16 აპრილს ლენტეხში ოლეგ ლიპარტელიანის სახელობის სტადიონზე, სარაგბო ფესტივალის დამთავრების შემდეგ, გაიმართა ამხანაგური შეხვედრა რაგბში ლენტეხისა და ამბროლაურის მოსწავლეთა გუნდებს შორის.
Continue reading ლენტეხისა და ამბროლაურის გუნდების ამხანაგური შეხვედრა რაგბში
ლენტეხში სარაგბო ფესტივალი ჩატარდა
დღეს, 16 აპრილს ლენტეხში დასავლეთ საქართველოს სარაგბო ფესტივალი ჩატარდა 2004-2005 წლებში დაბადებულ ვაჟებს შორის. ფესტივალის დასრულების შემდეგ ლენტეხისა და ამბროლაურის გუნდებმა ამხანაგური შეხვედრა გამართეს.
ფესტივალთან დაკავშირებით კითხვებით მივმართეთ საქართველოს რაგბის კავშირის დასავლეთ საქართველოს კოორდინატორს იოსებ დიაკონიძეს:
Continue reading ლენტეხში სარაგბო ფესტივალი ჩატარდა
ლევან გუგავა ევროპის ჩემპიონი გახდა სამბოში
საფრანგეთის ქალაქ ტულუზაში გუშინ დაიწყო და დღეს დამთავრდა ევროპის ღია პირველობა სამბოში ჭაბუკ სპორტსმენებს შორის.დღეს გაიმართა ფინალური ორთაბრძოლები და ლენტეხის სასპორტო სკოლის აღზრდილმა ლევან გუგავამ 65 კგ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი მოიპოვა. ვულოცავთ მას ამ დიდ გამარჯვებას.
‘’ჯვარი მძლეველმა“ ისევ გაიმარჯვა
ფოტოზე: გუნდი “ჯვარი მძლეველი” მასწავლებელთან თინი მუკბანიანთან ერთად
31 მარტს ლენტეხის კულტურის სახლში ჩატარდა სარაიონო ეტაპი სკოლის მოსწავლეთა შორის ინტელექტუალური კონკურსისა “ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას”.
Continue reading ‘’ჯვარი მძლეველმა“ ისევ გაიმარჯვა
წყალდიდობების რისკების მართვაზე სემინარი გაიმართა
ფოტოზე: ფლეთილი ქვების ნაპირსამაგრი მდ. ხელედურაზე
10-11 მარტს, წყალტუბოში, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამნისტროს ინიციატივითა და ადაპტაციის ფონდის ხელშეწყობით გაიმართა საინფორმაციო სემინარი, რომელსაც საქართველოს მედია-ორგანიზაციების 20-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო.
Continue reading წყალდიდობების რისკების მართვაზე სემინარი გაიმართა