All posts by veriko

8 ოქტომბრის არჩევნების შედეგები

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი მოანაცემები გამოაქვეყნა, თუმცა, კანონმდებლობის შესაბამისად, საბოლოო  შეჯამება 27 ოქტომბრისთვის მოუწევს.

Continue reading 8 ოქტომბრის არჩევნების შედეგები

მიეცით ნიჭსა გზა ფართო…  

გაიცანით  მუსიკოსი, მხატვარი, სკულპტორი, ხეზე კვეთის უბადლო ოსტატი… უბრალოდ შესანიშნავი, ნიჭიერი ახალგაზრდა კაცი ანდრო მუკბანიანი.  მიუხედავად  ყმაწვილური ასაკისა, ის უკვე ჩამოყალიბებული ხელოვანი და ოსტატია. მის ნამუშევრებს საქართველოს მრავალ ეკლესიასა თუ კერძო კოლექციებში შეხვდებით, ყოველი მათგანი ახალგაზრდა შემოქმედის სულის ნაწილია, ხეში ნაკვეთი ულამაზესი გვირისტებით და ძველქართული ორნამენტებით მოჭიქული, იშვიათი შერწყმა ნიჭიერების და შრომისმოყვარეობისა. ტრადიციული სვანური საკრავების უზადო ოსტატი და ამავე საკრავებზე ვირტუოზული შემსრულებელი. ანდრო მუკბანიანი სწავლობს სამხატვრო აკადემიაში, ჰყავს შეგირდები, ახლო მომავალში ხსნის ხეზე კვეთის სკოლას ჩოლურში. ის არის ანსამბლ “მუჟე ნარი”-ს სოლისტი, აქვს უამრავი შეკვეთა… და მაინც ყველაფერს ასწრებს.

Continue reading მიეცით ნიჭსა გზა ფართო…  

ქვემო სვანეთის 15-მდე სოფელში მაგთის სიგნალის გავრცელება შეფერხდა

რამდენიმე დღეა, რაც ქვემო სვანეთის ზედა ზონის სოფლებში მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორის  – შპს “მაგთიკომის” მომსახურება წყვეტილად მიეწოდება მოსახლეობას. ადგილობრივების თქმით, მაგთის სიგნალი ჩოლურის ზემოთ მდებარე სოფელებშია გამორთული და შესაბამისად მოსახლეობასთან დაკავშირება მაგთის ნომრებზე ვერ ხერხდება. მაგთიკომში განმარტავენ, რომ შეფერხება მხოლოდ ერთ ანძაზეა და იმედს გამოთქვამენ, რომ უახლოეს პერიოდში შეძლებენ ხარვეზის გამოსწორებას.  Continue reading ქვემო სვანეთის 15-მდე სოფელში მაგთის სიგნალის გავრცელება შეფერხდა

ტურიზმი სვანეთში

ტურიზმი არა მხოლოდ სვანეთისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროა. სვანეთი კი ის ადგილია, რომელიც საქართველოში ტურისტების სიმრავლის კუთხით ერთ-ერთი მოწინავეა. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი სტატისტიკა, თუ რამდენი ტურისტი ეწვია სვანეთს მიმდინარე წელს, არ არსებობს, ცნობილია, რომ ზემო სვანეთს უფრო ეტანებიან ვიზიტორები, ვიდრე – ქვემო სვანეთს. ამის ძირითადი მიზეზი კი განუვითარებელი ინფრასტრუქტურა და შესაბამისი ინფორმაციის არქონაა.

Continue reading ტურიზმი სვანეთში

ვაკანსიები კორესპონდენტებისთვის

სვანეთის საინფორმაციო პორტალი www.svanetiinfo.ge აცხადებს კონკურსს კორესპონდენტების ვაკანსიებზე მესტიაში და ქვემო სვანეთის ჟახუნდერისა და ცანის თემებში.

Continue reading ვაკანსიები კორესპონდენტებისთვის