ვაკანსიები კორესპონდენტებისთვის

სვანეთის საინფორმაციო პორტალი www.svanetiinfo.ge აცხადებს კონკურსს კორესპონდენტების ვაკანსიებზე მესტიაში და ქვემო სვანეთის ჟახუნდერისა და ცანის თემებში.

მოვალეობები:
1. მუდმივად ცხოვრება სვანეთში და მნიშვნელოვან მოვლენებზე, მოსახლეობის პრობლემებზე ახალი ამბების ან თემატური მასალების მომზადება;
2. ინტერვიუების აუდიო/ვიდეო ჩაწერა, ფოტო გადაღება და მასალის ინტერნეტით გაგზავნა;

მოთხოვნები კონკურსანტებისადმი:
1. მობილურ ტელეფონთან, კომპიუტერთან, ფოტო/ვიდეო ტექნიკასთან მუშაობის უნარი;
2. ქართულად გამართული წერისა და მეტყველების უნარი;
3. შემოქმედებითი აზროვნება;
4. ემოციების მართვის უნარი;
5. ასაკი 18-დან 56 წლამდე;
6. ჟურნალისტის განათლება და გამოცდილება სავალდებულო არ არის.

უპირატესობით ისარგებლებენ ის კონკურსანტები, რომელთაც:
1. აქვთ რომელიმე მედია-ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება;
2. აქვთ ჟურნალისტის განათლება;

ანაზღაურება:
კორესპონდენტებს აუნაზღაურდებათ ყოველ კვირაში www.Svanetiinfo.ge-ზე გამოქვეყნებული მაქსიმუმ 5 მასალა და მიეცემათ ჰონორარი თითოეულ მასალაში 5 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში (ჯერჯერობით ჩვენი კურსია 1$-2,44 ლარი).

ანაზღაურების გარდა, კორესპონდენტებს ექნებათ პერსპექტივა, მონაწილეობა მიიღონ ჟურნალისტებისათვის გამართულ სხვადასხვა ტრენინგებსა თუ სემინარებში საქართველოში ან საზღვარგარეთ.
იმ კანდიდატებისთვის, რომლებიც  ვერ გაიმარჯვებენ ამ კონკურსში, შედგება რეიტინგული სარეზერვო სია მომავალში დასაქმების პერსპექტივით.

კონკურსის გამარჯვებულები გაივლიან სწავლებას (ტრენინგს), სადაც პრაქტიკულად შეისწავლიან სმარტფონების გამოყენებას ჟურნალისტური საქმიანობისათვის და სხვა საკითხებს, რის შემდეგაც მათ გაუფორმდებათ ხელშეკრულება.

დაინტერესებულ პირებს შესარჩევ კონკურსზე, ან სამუშაოს პირობებზე დეტალური ინფორმაციის გაგება, ასევე აქტუალური ავტობიოგრაფიის, ე.წ. cv-ის გამოგზავნა შეუძლიათ ელ.ფოსტაზე: svanetiinfo@gmail.com , ასევე შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ facebook-ზე, საკონტაქტო პირი – ცოტნე მუსელიანი, ტელ: 598-300-611,ელ.ფოსტა: tsotne_museliani@yahoo.com