მერობის კანდიდატების მიერ მოწოდებული ბიოგრაფიები ჩვენ უკვე გამოვაქვეყნეთ. ახლა კი შევეცადეთ თანაბარ პირობებში წარმოგვეჩინა კანდიდატების მოსაზრებები სხვადასხვა პრობლემის შესახებ. ამ მიზნით ჩვენ ერთი და იგივე კითხვებით მივმართეთ მერობის კანდიდატებს რომან (მურმან) მუკბანიანს, მურმან ტვილდიანს, ბადრი ლიპარტელიანს. სამივე კანდიდატი დაგვთანხმდა ვიდეო-ჩაწერაზე, რისთვისაც მადლობას ვუხდით მათ. საწუხაროდ, მრავალი მცდელობის მიუხედავად, ისევ ვერ მოვახერხეთ მერობის მეოთხე კანდიდატთან ჯაბა სარალიძესთან დაკავშირება.
Continue reading კითხვები ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატებს
Category Archives: არჩევნები
მერობის კანდიდატები ლენტეხის მუნიციპალიტეტში
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერად ოთხმა საარჩევნო სუბიექტმა წარადგინა თავისი კანდიდატი. გთავაზობთ 3 მათგანის ბიოგრაფიებს, მათ მიერვე მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით. რაც შეეხება მეოთხე კანდიდატს, ჯერჯერობით მისი ბიოგრაფიული მონაცემები არ მოუწოდებიათ.
Continue reading მერობის კანდიდატები ლენტეხის მუნიციპალიტეტში
სოფ. გვიმბრალის ოთიას უბანში სასმელი წყლის გაყვანას წლებია ითხოვენ
სოფელი გვიმბრალა ცაგერი-ლენტეხის შემაერთებელ გზაზე, ცხენისწყლის მარცხენა ნაპირზე, დაბა ლენტეხიდან 15 კმ-ის მოშორებით მდებარეობს. დავინტერესდით რა პრობლემები აწუხებთ გვიმბრალის მცხოვრებთ, რა დაპირებები მიიღეს 2014 წლის ადგილობრივი თითმმართველობის არჩევნებზე და როგორი კმაყოფილები არიან მათი შესრულებით.
Continue reading სოფ. გვიმბრალის ოთიას უბანში სასმელი წყლის გაყვანას წლებია ითხოვენ
მეცხრე მოწვევის საპარლამეტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 50 ოლქის ყველა უბნის მონაცემები, სადაც მეორე ტური გაიმართა, დათვლილია.
ცსკ-ის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას განცხადებით, არჩევნებმა ჩაიარა მშვიდ გარემოში და ამომრჩევლებს მიეცათ საშუალება გამოეხატათ საკუთარი ნება.
ჟვანიას თქმით, არჩევნების პროცესში დაფიქსირდა ცალკეული შემთხვევები, თუმცა მთლიანობაში პროცესი განხორციელდა გამჭვირვალედ და ამომრჩევლებმა თავისუფალ გარემოში, შეფერხების გარეშე შეძლეს კენჭისყრაში მონაწილეობა.
ცსკ-ის მონაცემებით, ცნობილია 2229 საარჩევნო უბნის შედეგები:
Continue reading მეცხრე მოწვევის საპარლამეტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები
8 ოქტომბრის არჩევნების შედეგები
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი მოანაცემები გამოაქვეყნა, თუმცა, კანონმდებლობის შესაბამისად, საბოლოო შეჯამება 27 ოქტომბრისთვის მოუწევს.