15 ივლისს ლენტეხში აუქციონი ტარდება

ლენტეხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული პაზის მარკის ავტობუსების პრივატიზების მიზნით 2016 წლის 15 ივლისს ტარდება აუქციონი 20%-იანი ფასდაკლებით. Continue reading 15 ივლისს ლენტეხში აუქციონი ტარდება

“სვანეთის შვილები” “კავკასია 2016”-ზე

  ქალაქ  ბათუმში  1-10 ივლისის ჩათვლით  მიმდინარეობს  საერთაშორისო საბავშვო და ახალგაზრდული ფესტივალი „კავკასია-2016“, რომლის მიზანია ქართული და მსოფლიოს ხალხთა ცეკვების პოპულარიზაცია. Continue reading “სვანეთის შვილები” “კავკასია 2016”-ზე

შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები ლენტეხში

21 ივნისს ლენტეხში, გამგეობის შენობაში ჩატარდა შეხვედრა შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებსა და მცირე მეწარმეებს შორის.
შეხვედრას მეწარმეების გარდა ესწრებოდნენ ლენტეხის მუნიციპალიტეტის
გამგებელი ამირან ჯამბურიძე, საფინანსო სამსახურის უფროსი ხვიჩა ონიანი და გამგეობის სხვა თანამშრომლები.
Continue reading შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები ლენტეხში

ეთერ ლიპარტელიანმა ევროპის ჩემპიონატიც მოიგო

1-3 ივლისს ფინეთის ქალაქ ვანტააში გაიმართა ევროპის ჩემპიონატი ჭაბუკ ძიუდოისტებს შორის. ჩემპიონატში მონაწილეობდა 41 ქვეყნის 421 წარმომადგენელი, მათ შორის საქართველოს 18 ძიუდოისტი.
Continue reading ეთერ ლიპარტელიანმა ევროპის ჩემპიონატიც მოიგო

ქარიშხალმა სოფელი ჩიხარეშიც დააზარალა

წუხელ ძლიერმა ქარიშხალმა  სოფ.ჩიხარეშის საჯარო სკოლის გვერდით მდებარე ხე წააქცია, რომელიც სკოლას დაეცა და ძლიერად დააზიანა. დაზიანებულია სხვა შენობებიც.

ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება ლაშხეთის უმეტეს სოფლებს. სტიქიის ზონაში ლენტეხის გამგეობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, რომლებმაც ზარალი დაითვალეს.
Continue reading ქარიშხალმა სოფელი ჩიხარეშიც დააზარალა

წუხელ ქარიშხალმა დაბა ლენტეხი დააზარალა

წუხელ დაბა ლენტეხში ამოვარდნილმა  ძლიერმა ქარიშხალმა დიდი ზიანი მიაყენა როგორც მოსახლეობას, ასევე ლენტეხში მდებარე სხვადასხვა შემობა-ნაგებობებს. სტიქიის შედეგად  წმ. გიორგის სახელობის მონასტრის ერთ-ერთი შენობის ფრონტონი დაზიანდა. ნაწილობრივ ჩაიმტვრა მეზობლად მდებარე შენობის სახურავი, ასევე, ლენტეხში მაცხოვრებელი  ხუტა ფურელიანის სახლის სახურავი. ქარიშხლის შედეგად  მდ. ხელედურაზე მდებარე ხიდზე ელექტროგადამცემი ბოძის წაქცევამ  ხიდის რკინის მოაჯირი მნიშვნელოვნად დააზიანა. სტიქიის შედეგად წაიქცა შური ბენდელიანის მემორიალური ქვა. არანაკლები ზიანი მიადგა გარემოს. ათეულობით ხე არის წაქცეული.
Continue reading წუხელ ქარიშხალმა დაბა ლენტეხი დააზარალა