25 ნოემბერს ლატალის კულტურის სახლში ლატალის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულ ოთარ ფირცხელანის დასახმარებლად საქველმოქმედო ღონისძიება ჩატარდა. ნოდარ დუმბაძის უკვდავი ნაწარმოები “კუკარაჩა” სცენაზე ლატალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გააცოცხლეს. ღონისძიება ლატალის საჯარო სკოლის დირექტორის ციოყ წერედიანისა და პედკოლექტივის ორგანიზებით ჩატარდა. დამდგმელი რეჟისორი მალხაზ გაბადაძე გახლდათ, ფინანსური მხარდამჭერი – “რეგიონალური განვითარების ფონდი”. სპექტაკლმა დიდი მოწონება დაიმსახურა.
Monthly Archives: December 2016
სვანი ახალგაზრდების მორიგი წარმატება ძიუდოში
4 დეკემბერს გურჯაანის მუნიციპალიტეტში ჩატარდა რესპუბლიკური ტურნირი ძიუდოში. ასპარეზობაში საპრიზო ადგილები დაისაკუთრეს მესტიელმა მოსწავლე ახალგაზრდებმა. პირველი ადგილზე გავიდა სოფელ ლატალის მკვიდრი, მერვე კლასის მოსწავლე დავით გირგვლიანი, ხოლო მესამე ადგილი დაიკავა დაბა მესტიის წარმომადგენელმა თორნიკე ფალიანმა. გამარჯვებულები თასით, მედლებით, დიპლომებით და საჭიდაო ფორმებით (კიმონოებით) დაჯილდოვდნენ.
მადონა წერედიანი, მესტია
“საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციის” განცხადება თელავის მედია-კაფესთან დაკავშირებით
“საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია” შეშფოთებას გამოთქვამს თელავში არსებულ მედია კაფესთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაციის გამო. მიგვაჩნია, რომ თელავის მედია კაფესთან იჯარის ხელშეკრულება დაუყოვნებლივ უნდა გაგრძელდეს და არსებული სივრცე უნდა შეუნარჩუნდეს გაზეთ „კახეთის ხმის“ რედაქციას.
Continue reading “საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციის” განცხადება თელავის მედია-კაფესთან დაკავშირებით
დიდთოვლობა სვანეთში
30 ნოემბერს საღამოს დაიწყო და თითქმის გადაუღებლად თოვს დაბა ლენტეხსა და უფრო მაღლა მდებარე სოფლებში. სოფელ სასაშში თოვლის საფარმა ნახევარ მეტრს მიაღწია. დაზიანდა დაბალი ძაბვის გადამცემი ხაზი, რის გამოც მოსახლეობას ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდებოდა.
Continue reading დიდთოვლობა სვანეთში
სადისკუსიო დარბაზი “ღირსება”
1 დეკემბერს ქალაქ ქუთაისში სამოქალაქო გაერთიანება სრულიად საქართველოს საზოგადოებრივი სადისკუსიო დარბაზი “ღირსება“დაფუძნდა. დარბაზის შექმნის ინიციატორი ლენტეხელი პოეტი ირმა ქურასბედიანი გახლდათ. “svanetiinfo.ge”-ზე გამოქვეყნებულ ინტერვიუში სწორედ ამ ინიციატივაზე საუბრობდა ლენტეხელი პოეტი. სტატიაში – “ქალის თვალით დანახული შექსპირი”, კითხვაზე – “რას უსურვებდით ახალგაზრდობას, თქვენს მკითხველს და საერთოდ ყველას?” პოეტი ამბობს: “ვუსურვებ ყველას, ეცხოვროს სიყვარულით და სიკეთის კეთებით, მოზარდებს ვუსურვებ, არ დაკარგონ მომავლის იმედი, რაც მთავარია, ჰქონდეთ ღირსება. სწორედ ამ ღირსების გამო მინდა დავაფუძნო “ღირსების დარბაზი”.