All posts by გაზეთი "სვანეთი"

მინისტრებმა სამთო-სათხილამურო კურორტი თეთნულდი მოინახულეს

23-მარტს ზემო სვანეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი.
Continue reading მინისტრებმა სამთო-სათხილამურო კურორტი თეთნულდი მოინახულეს

ლუხუმ ჩხვიმიანმა თბილისის გრან პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა, უშანგი მარგიანმა – ბრინჯაო

31 მარტს თბილისის გრან პრის საერთაშორისო ტურნირზე ძიუდოში საქართველოს ჩემპიონმა ლუხუმ ჩხვიმიანმა ოქროს მედალი მოიპოვა.
თბილისის გრან პრის ტურნირი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით 31 მარტს დაიწყო  და 2 აპრილს დასრულდა. მასში მონაწილეობა მიიღო 39 ქვეყნის 300-მდე ძიუდოისტმა. ტურნირის საპრიზო ფონდი 100 000 აშშ დოლარი იყო. პირველივე დღეს ლუხუმ ჩხვიმიანმა 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა. მას ფინალში საქართველოს ნაკრების წევრის, ევროპის ჩემპიონის და მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორის, ამირან პაპინაშვილის დამარცხება მოუხდა.
Continue reading ლუხუმ ჩხვიმიანმა თბილისის გრან პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა, უშანგი მარგიანმა – ბრინჯაო

საქართველოს რეგიონული მედია – სოფლის განვითარებისათვის

საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციამ (GRMA), რომელიც საქართველოს ცხრა რეგიონში არსებულ 22 გამოცემას და 19 საინფორმაციო ვებ პორტალს აერთიანებს, საკუთარი გამოცემები თბილისში საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს პატრონაჟით გამართულ გამოფენაზე წარადგინა.
17 მარტს სასტუმრო „ჰუალინგ თბილისი“ მასშტაბურ კონფერენციას და გამოფენას მასპინძლობდა, რომელთაც საქართველოს რეგიონებიდან 500-მდე დელეგატი დაესწრო.
Continue reading საქართველოს რეგიონული მედია – სოფლის განვითარებისათვის

ხვალ ინტელექტუალური კონკურსის “ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას” მორიგი ეტაპი გაიმართება

ხვალ, 22 მარტს დაბა ლენტეხის კულტურის სახლში გაიმართება ინტელექტუალური კონკურსის “ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას” მორიგი ეტაპი უფროსი ასაკის გუნდებს შორის. მასში მონაწილეობას მიიღებენ ზემო სვანეთის სოფ. ლენჯერის საჯარო სკოლის გუნდი და ჩოლურის საჯარო სკოლის გუნდი “ჯვარი მძლეველი”.
გუნდმა “ჯვარი მძლეველი” გაიმარჯვა 7 მარტს ლენტეხის მეორე საჯარო სკოლაში გამრთულ კონკურსის სარაიონო ეტაპზე უფროსი ასაკის კატეგორიაში.
Continue reading ხვალ ინტელექტუალური კონკურსის “ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას” მორიგი ეტაპი გაიმართება

ჩოლურის საჯარო სკოლაში ლადო ასათიანის 100 წლისთავი აღნიშნეს

2017 წლის 2 მარტს ჩოლურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ლადო ასათიანის დაბადებიდან 100 წლისთავი პოეზიის საღამოთი აღნიშნეს.

მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას წაუკითხეს ლადო ასათიანის ლექსები, ისაუბრეს მისი ცხოვრების შესახებ, ასევე შეასრულეს სიმღერები.

Continue reading ჩოლურის საჯარო სკოლაში ლადო ასათიანის 100 წლისთავი აღნიშნეს

ლენტეხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობას ნეპოტიზმში ადანაშაულებენ

ნინო ბენდელიანმა, ლენტეხელმა პედაგოგმა ლენტეხის საკრებულოს 24 თებერვლის სხდომაზე მწვავე განცხადება გააკეთა ლენტეხის თვითმმართველობის მისამართით და ნეპოტიზმიც ახსენა.
Continue reading ლენტეხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობას ნეპოტიზმში ადანაშაულებენ

პროექტის “სტუდენტები თვითმმართველობისათვის” მონაწილენი ლენტეხში იმყოფებიან

ორგანიზაციის “მოქალაქე” (თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი) და გამოცდების ეროვნული ცენტრის ერთობლივი პროექტის “სტუდენტები თვითმმართველობისათვის ” მონაწილენი ნანული გოფოძე, ნატო ბერიძე და თამთა ორჯონიკიძე რამდენიმე დღეა ქვემო სვანეთის მოსახლეობას ხვდებიან.
Continue reading პროექტის “სტუდენტები თვითმმართველობისათვის” მონაწილენი ლენტეხში იმყოფებიან

20 წლის ილია გირგვლიანი ელექტრო ეტლზე ოცნებობს

16808470_1190858367698416_179099075_n

ეს 20-წლის ილია გირგვლიანია, ზემო სვანეთის სოფელი ლატალიდან. ის დაბადებიდან კუნთოვანი დისტროფიით არის დაავადებული და არ შეუძლია სხვისი დახმარების გარეშე თუნდაც ეტლით გადაადგილდეს.
Continue reading 20 წლის ილია გირგვლიანი ელექტრო ეტლზე ოცნებობს

11 თებერვალს მესტიაში “თეზოს თასი 2017” ჩატარდა

16730873_1188534774597442_2072954331_n
11-თებერვალს მესტიაში, ზურულდი-ჰაწვალის სათხილამურო ტრასაზე ჩატარდა თეზო ჯაფარიძის სახელობის ტურნირი გიგანტურ სლალომში.
Continue reading 11 თებერვალს მესტიაში “თეზოს თასი 2017” ჩატარდა

მარიამ გურგულიანი საქართველოს ჩემპიონია


5-თებერვალს თბილისში ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი ძიუდოში გოგონათა შორის (2001-2002-2003წწ.). შეჯიბრში წარმატებით იასპარეზა და საქართველოს ჩემპიონი გახდა მესტიის რაიონის სოფელ ლატალის მკვიდრი მარიამ გურგულიანი (2001).
Continue reading მარიამ გურგულიანი საქართველოს ჩემპიონია

ლენტეხიდან “ეტალონი”-ს ფინალისტი ლაშა ჩანქსელიანი იქნება

20 იანვარს დაბა ლენტეხში პირველ საჯარო სკოლაში ჩატარდა ინტელექტუალური თამაშის “ეტალონი“-ს ნახევარფინალი, რომელსაც გაუძღვა ამ პროექტის ერთ-ერთი ორგანიზატორი გოჩა ტყეშელაშვილი.
Continue reading ლენტეხიდან “ეტალონი”-ს ფინალისტი ლაშა ჩანქსელიანი იქნება