საფრანგეთის ქალაქ ტულუზაში გუშინ დაიწყო და დღეს დამთავრდა ევროპის ღია პირველობა სამბოში ჭაბუკ სპორტსმენებს შორის.დღეს გაიმართა ფინალური ორთაბრძოლები და ლენტეხის სასპორტო სკოლის აღზრდილმა ლევან გუგავამ 65 კგ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი მოიპოვა. ვულოცავთ მას ამ დიდ გამარჯვებას.
‘’ჯვარი მძლეველმა“ ისევ გაიმარჯვა
ფოტოზე: გუნდი “ჯვარი მძლეველი” მასწავლებელთან თინი მუკბანიანთან ერთად
31 მარტს ლენტეხის კულტურის სახლში ჩატარდა სარაიონო ეტაპი სკოლის მოსწავლეთა შორის ინტელექტუალური კონკურსისა “ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას”.
Continue reading ‘’ჯვარი მძლეველმა“ ისევ გაიმარჯვა
წყალდიდობების რისკების მართვაზე სემინარი გაიმართა
ფოტოზე: ფლეთილი ქვების ნაპირსამაგრი მდ. ხელედურაზე
10-11 მარტს, წყალტუბოში, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამნისტროს ინიციატივითა და ადაპტაციის ფონდის ხელშეწყობით გაიმართა საინფორმაციო სემინარი, რომელსაც საქართველოს მედია-ორგანიზაციების 20-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო.
Continue reading წყალდიდობების რისკების მართვაზე სემინარი გაიმართა
გამოკითხული სასაშლები მიგრაციის მიზეზად უმუშევრობას ასახელებენ
ავტორი: გიორგი ონიანი, სოფ. სასაში
მიგრაცია სვანეთისთვის მეტად მძიმე პრობლემაა, სტატისტიკური მონაცემებით 2002 წელს ქვემო სვანეთში ცხოვრობდა დაახლოებით 9 000 ადამიანი, 2015 წლის 1 იანვრისთვის კი ცხოვრობდა – დაახლოებით 4 400 ადამიანი, გამოდის რომ 13 წელიწადში მოსახლეობის რაოდენობა განახევრდა.
Continue reading გამოკითხული სასაშლები მიგრაციის მიზეზად უმუშევრობას ასახელებენ
ლაშხელები გზის გაკეთებას მოუთმენლად ელიან
ქრისტინე დონღვანი, სოფ. ჩიხარეში
გიორგი ონიანი, სოფ. სასაში
ქვემო სვანეთის ბევრ სოფელში უმძიმესი მდგომარეობაა გზის გაუმართაობის გამო, განსაკუთრებით ზარალდებიან ლაშხეთის თემის მკვიდრნი, რადგან ლაშხეთი ქალაქებიდან უფრო დაშორებულია და საზოგადოებრივი ტრანსპორტიც ნაკლებად მოძრაობს.
ნაგავსაყრელების პრობლემა მწვავედ დგას – სოფელი ჩიხარეში
ავტორი: ქრისტინე დონღვანი, სოფ ჩიხარეში
ქვემო სვანეთის ერთერთ ულამაზეს სოფელ ჩიხარეშში ნაგავსაყრელებთან დაკავშირებით უმძიმესი მდგომარეობაა. შევეცადე გამეგო აქ მცხოვრებთა აზრი ამ პრობლემის გადაჭრასთან დაკავშირებით.
Continue reading ნაგავსაყრელების პრობლემა მწვავედ დგას – სოფელი ჩიხარეში
რას ფიქრობენ სასაშლები ე.წ. ‘’მაღალმთიანობის“ კანონზე
თამარ ონიანი, სოფ. სასაში
ე.წ. “მაღალმთიანობის“ კანონი (“მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ”) უკვე დამტკიცებულია, რაც გაზეთ “სვანეთშიც“ გამოქვეყნდა (2015 წლის 19 დეკემბერი), მისი მოქმედება მთელ სვანეთზე ვრცელდება და ამ კანონის რამდენიმე მუხლი ძალაში 2016 წლის 1 იანვრიდან შევიდა.
Continue reading რას ფიქრობენ სასაშლები ე.წ. ‘’მაღალმთიანობის“ კანონზე
ტურიზმის შესახებ გამოკითხვა ლენტეხის ქუჩებში
ავტორები: თამარი ონიანი, გიორგი ონიანი
ვცდილობდით გაგვეგო დაბა ლენტეხის მკვიდრთა მოსაზრებები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა განვითარდეს ტურიზმი ქვემო სვანეთში. ქუჩაში მრავალი პოტენციური რესპოდენტი გვხვდებოდა, მაგრამ საუბარზე მხოლოდ რამდენიმე დაგვთანხმდა. იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ მათ ეშინოდათ ჩვენი და ჩვენი კოლეგების, ვისაც ხელში ტელეფონი ჰქონდა მომარჯვებული და ცდილობდა ინტერვიუ ჩაეწერა მათგან.
– „თავად ლენტეხს უნდა გაუკეთდეს რეკლამა, უნდა მოხდეს მისი ბუნების რეკლამირება. ეს ყველაფერი გვჭირდება, რომ აქ ტურისტების რაოდენობა გაიზარდოს. პირველ რიგში ყურადღება უნდა მიექცეს ინფრასტრუქტურას და უნდა განვითარდეს საოჯახო ტურიზმი“ – გაგვიზიარა აზრი ლენტეხელმა სოფომ.
ასევე დაბა ლენტეხში მცხოვრები ქალბატონი მარინას აზრით იმისათვის, რომ ლენტეხში ტურისტების რაოდენობა გაიზარდოს პირველ რიგში ყურადღება უნდა მიექცეს ინფრასტრუქტურას, უნდა გაიხსნას ისეთი ადგილები სადაც ხალხი დასაქმდება და ისინი უკეთ გაერკვევიან იმ ღირსშესანიშნავი ადგილების შესახებ, რომლებიც ლენტეხშია.
სოფ. სასაშის მკვიდრმა ბესო ონიანმა, ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებით ჩვენთან საუბარში, განაცხადა:
– „ამ საქმით [ტურიზმით, რედ.] უნდა დაინტერესდეს ხელისუფლება და შეიქმნას შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ამით მოვიზიდავთ ტურისტებს. უნდა აშენდეს სასტუმროები და დასასვენებელი ცენტრები“.
ბესოს აზრით ეს სასტუმროები არ უნდა წარმოადგენდეს კერძო საკუთრებას:
– „სასტუმროები უნდა იყოს სახელმწიფოს მფლობელობაში“ – განაცხადა მან.
ფოტო: გიორგი ონიანი
#svaneti castle, #Lentekhi pic.twitter.com/FYAblsw0Il
— Konstantin Stalinsky (@StalinskyK) February 17, 2016
www.Svanetiinfo.ge აცხადებს კონკურსს 5 ვაკანსიაზე
საინფორმაციო პორტალი www.Svanetiinfo.ge, ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით, აცხადებს კონკურსს 5 ვაკანსიაზე ქვემო სვანეთის სოფლებში მცხოვრები ახალბედა ჟურნალისტებისათვის. Continue reading www.Svanetiinfo.ge აცხადებს კონკურსს 5 ვაკანსიაზე
როცა საჭიროა პედაგოგებიც უსტვენენ
11 იანვარს, საჯარო სკოლების პედაგოგთა მორიგი საგნობრივი გამოცდები დაგვიანებით დაიწყო ერთ-ერთ დროებით საგამოცდო ცენტრში, რომელიც თბილისის 161-ე სკოლაში არის განთავსებული. Continue reading როცა საჭიროა პედაგოგებიც უსტვენენ
სათანამშრომლოდ ვიწვევთ მოქალაქე ჟურნალისტებს
საინფორმაციო პორტალი www.svanetiinfo.ge იწვევს მოქალაქე ჟურნალისტებს სათანამშრომლოდ. Continue reading სათანამშრომლოდ ვიწვევთ მოქალაქე ჟურნალისტებს
ასე გამოიყურებოდა ლენტეხის ქუჩები 9 იანვარს
ელზა ქურასბედიანის ფოტოები