23 დეკემბერს, დაბა ლენტეხის კლინიკის მთავარმა ექთანმა ანჟელა ქურასბედიანმა გაავრცელა განცხადება მედპერსონალის გაფიცვის შესახებ. როგორც განცხადების ტექსტშია გადმოცემული, კლინიკის თანამშრომლები აპროტესტებენ თვეობით აუღებელ ხელფასებს და კლინიკაში არსებულ გაუსაძლის სამუშაო პირობებს. Continue reading ქვემო სვანეთში ერთადერთი კლინიკის მედპერსონალი გაფიცვას აცხადებს
Tag Archives: ახალი კორონავირუსი
ლენტეხის სოფლებში თერმოსკრინინგი მიმდინარეობს
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობის საყოველთაო თერმოსკრინინგი მიმდინარეობს. ექთნები და ექიმები თითოეულ მოსახლესთან მიდიან და დისტანციური ციფრული თერმომეტრით ტემპერატურას უზომავენ.
Continue reading ლენტეხის სოფლებში თერმოსკრინინგი მიმდინარეობს
ქვემო სვანეთში მთლიანობაში covid-19-ის 5 შემთხვევაა დადასტურებული
გუშინ, 10 აპრილს, ქვემო სვანეთის კიდევ 4 მაცხოვრებელს აღმოაჩნდა ახალი კორონავირუსი. ეს ადამიანები არიან გ.ფ.-ს 4 წლის გოგონა, სიდედრი, ცოლის ძმისშვილი და ცოლიძმის მეუღლე. გ.ფ.-ს covid-19-ის ვირუსი 8 აპრილს დაუდასტურდა. მისი მეუღლე სოფ. მელედან არის და შესაბამისად 3 ინფიცირებული პირი ასევე მელეში ცხოვრობს.
Continue reading ქვემო სვანეთში მთლიანობაში covid-19-ის 5 შემთხვევაა დადასტურებული
ქვემო სვანეთში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
გუშინ, 8 აპრილს, ქვემო სვანეთის სოფ. ლექსურის მკვიდრს, ახალგაზრდა მამაკაცს – გ.ფ.-ს covid-19-ის ვირუსი დაუდასტურდა. ის გადაყვანილ იქნა თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში. ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ “საზოგადოებრივი ჯანდაცვა”-ს დირექტორის გოგი (მიხა) ონიანის ინფორმაციით აღნიშნული პიროვნება ქვემო სვანეთში იმყოფებოდა 24 მარტიდან, ხოლო მანამდე ის იყო თბილისში, სადაც კონტაქტი ჰქონდა მის დასთან, რომლის მეუღლეც, ეროვნული ბანკის თანამშრომელი, შემდგომში ვირუსით ინფიცირებული აღმოჩნდა.
Continue reading ქვემო სვანეთში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა