Category Archives: საზოგადოება

რაჭაში ავტომანქანა ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა

11 თებერვალს, ამბროლაურის სოფ. ბოსტანაში მცხოვრები ნიკა ონაშვილი მეზობელ სოფელში დეიდას ესტუმრა და სახლში აღარ დაბრუნდა. ახალგაზრდა კაცი მხოლოდ 12 თებერვალს იპოვეს გზის მიმდებარე ხევში გარდაცვლილი. მის ამოყვანაში სამაშველო სამსახური მონაწილეობდა. იქვე გზაზე აღმოჩნდა ავტომანქანის ნამტვრევები. პოლიციამ 13 თებერვალს დააკავა Continue reading რაჭაში ავტომანქანა ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა

როგორ შეცვალა ლეილას გაკვეთილებმა ყარაჯალაში ქალების ყოველდღიურობა

თელავიდან 6 კილომეტრში ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებული სოფელი ყარაჯალაა. სოფლის ცენტრში, საჯარო სკოლასა და მეჩეთს შორის, ყარაჯალის სათემო ცენტრის შენობაში, ლეილა ბალაშვილი ეთნიკურად აზერბაიჯანელ ქალებსა და ბავშვებს ქართულ ენას ასწავლის. Continue reading როგორ შეცვალა ლეილას გაკვეთილებმა ყარაჯალაში ქალების ყოველდღიურობა

განათლების სამინისტრომ მოსწავლეები გათბობის გარეშე დატოვა

ამ სუსხიან დეკემბერში მაღალმთიანი სკოლები განათლების სამინისტრომ შეშის გარეშე დატოვა. სკოლებს შეშას ეროვნული სატყეო სააგენტო ჰყიდდა, წელს კი სამინისტრომ სკოლების მომარაგება შეშის შემცვლელი ბრიკეტებით  გადაწყვიტა, მაგრამ შესყიდვის ტენდერები ოქტომბერში ჩაატარა, თან ისე, რომ მიმწოდებელი კომპანიები სკოლებისთვის მთლიანი მარაგის 40%-ის მიწოდებაზე მხოლოდ 25 დეკემბრამდე დაავალდებულა. Continue reading განათლების სამინისტრომ მოსწავლეები გათბობის გარეშე დატოვა

8 სულიანი ოჯახი სვანეთში ხანძარს ძლივს გადაურჩა

25 ნოემბერს ღამის 2-3 სთ-ზე ქვემო სვანეთის სოფ. ხელედში ზურაბ ბენდელიანის სახლი დაიწვა. 8 სულიანი ოჯახი ხანძარს სასწაულებრივად გადაურჩა, სახლი კი მთელ ქონებასთან ერთად მთლიანად დაიწვა და განადგურდა.
საბედნიეროდ, ხანძრის დროს არავინ დაშავებულა. ოჯახი მეზობლებმა და ნათესავებმა შეიფარეს. Continue reading 8 სულიანი ოჯახი სვანეთში ხანძარს ძლივს გადაურჩა

“მე მიყვარს ხოფური”- სახალხო ფესტივალი ქვემო სვანეთში

სვანეთის უძველეს და ულამაზეს სოფელ ხოფურში, ამავე სოფელში აღზრდილმა  ნინო გაბიძაშვილმა შესანიშნავი სახალხო ფესტივალი „მე მიყვარს ხოფური“ დააფუძნა, რომელიც ყოველწლიურად შუა აგვისტოში ტარდება.

Continue reading “მე მიყვარს ხოფური”- სახალხო ფესტივალი ქვემო სვანეთში

„ახალი, ძლიერი და უკეთ ინფორმირებული თაობა“

„როცა საზოგადოებას ნაკლები ინფორმაცია აქვს, დეზინფორმაციას მარტივად იჯერებს. საქართველოში არაინფორმირებულობის პრობლემა ყველაზე მწვავედ სწორედ იმ რეგიონებში დგას, სადაც ეთნიკური უმცირესობების დიდი ნაწილია დასახლებული. ენის ბარიერისა და სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ინფორმაციული წყაროების სიმწირის Continue reading „ახალი, ძლიერი და უკეთ ინფორმირებული თაობა“

ctc-ის ვებინარში ქვემო სვანეთში დაფუძნებული ორგანიზაციებიც მონაწილეობდნენ

26 -27 თებერვალს “კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრ”-მა (CTC) ჩაატარა მორიგი ვებინარი „ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი, 2021 წლის შეფასების შედეგები და გამოწვევები“. რომელშიც მონაწილეობდნენ “საქართველოს მთიანი რეგიონების განვითარების კავშირი”-ს სამი აქტივისტი: ცოტნე მუსელიანი (ხელმძღვანელი), მირანგულა მუკბანიანი და Continue reading ctc-ის ვებინარში ქვემო სვანეთში დაფუძნებული ორგანიზაციებიც მონაწილეობდნენ

ლენტეხში ჯუმბერ მუკბანიანისადმი მიძღვნილი ფოლკლორული საღამო გაიმართა

12 იანვარს, ლენტეხის ლ. მუსელიანის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გაიმართა ღვაწლმოსილი მომღერალისა და ლოტბარის, საპატიო ლენტეხელის ჯუმბერ მუკბანიანის მოღვაწეობისადმი მიძღვნილი ფოლკლორული საღამო. ღონისძიება მუზეუმისა (დირ. ინგა ონიანი) და
ლენტეხის კულტურის ცენტრის (დირ. მაყვალა გაზდელიანი) ორგანიზებით და დაფინანსებით ჩატარდა.

Continue reading ლენტეხში ჯუმბერ მუკბანიანისადმი მიძღვნილი ფოლკლორული საღამო გაიმართა

ეთერ ლიპარტელიანი 2021 წლის საუკეთესო სპორტსმენ ქალად დაასახელეს

24 დეკემბერს, საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა (სეოკ) საანგარიშო სესია და 2021 წლის სპორტული შედეგებით საუკეთესოთა დაჯილდოების ცერემონიალი გამართა, სადაც ეთერ ლიპარტელიანი 2021 წლის საუკეთესო სპორტსმენ ქალად აღიარეს.

Continue reading ეთერ ლიპარტელიანი 2021 წლის საუკეთესო სპორტსმენ ქალად დაასახელეს

მიტროპლიტ სტეფანეს კურთხევით წმ. იოანე ოქროპირის ” სწავლანი აღზრდის შესახებ” აქაც ხელმისაწვდომია

გთავაზობთ მიტროპოლიტი სტეფანეს ლოცვა-კურთხევით
სკალდის მთავარანგელოზთა სახელობის მონასტერის მიერ 2020 წელს გამოცემულ წმ. იოანე ოქროპირის წიგნს “სწავლანი აღზრდის შესახებ”. ეს სწავლება წმ. თეოფანე დაყუდებულის წიგნიდან თარგმნა ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა (ამჟამად ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი) სტეფანემ (კალაიჯიშვილი).

Continue reading მიტროპლიტ სტეფანეს კურთხევით წმ. იოანე ოქროპირის ” სწავლანი აღზრდის შესახებ” აქაც ხელმისაწვდომია

„როცა ასაკში ხარ, თავშესაქცევი და სიმშვიდე გჭირდება, აქ კი ამისთვის ყველაფერია“

მოხუცები, რომლებიც ოჯახისა და ნათესავების გარეშე რჩებიან, ხშირად არჩევანის წინაშე დგანან – მარტო გაუმკლავდნენ პრობლემებს, თუ თავშესაფარში გააგრძელონ ცხოვრება. გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარება ერთერთია, რაც მათ ხანდაზმულთა დაწესებულებებისკენ ნაბიჯის გადადგმაში ეხმარებათ. თავშესაფრები კი მათ სპეციალურ საჭიროებებზე მორგებული ადგილია.

Continue reading „როცა ასაკში ხარ, თავშესაქცევი და სიმშვიდე გჭირდება, აქ კი ამისთვის ყველაფერია“

პროგრამა “ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო“   აცხადებს კონკურსს ახალგაზრდებისათვის

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა “ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო“ (EU NEIGHBOURS east)  აცხადებს კონკურსს 16-დან 26 წლამდე ასაკის ახალგაზრდებისათვის „ახალგაზრდა ევროპელი ელჩების“ ინიციატივაში ჩასართავად.

Continue reading პროგრამა “ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო“   აცხადებს კონკურსს ახალგაზრდებისათვის