All posts by gvanca qurasbediani

ნოდარ აფაქიძემ მესამე საპრიზო ადგილი მოიპოვა

22-23 აპრილს ქ. წყალტუბოს სპორტის სასახლეში გამართულ შალვა ბზიკაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ ტრადიციულ ტურნირზე ნოდარ აფაქიძემ მესამე საპრიზო ადგილი მოიპოვა (2004-2005 წ. დაბადებულ ძიუდოისტთა შორის).
Continue reading ნოდარ აფაქიძემ მესამე საპრიზო ადგილი მოიპოვა

ლენტეხის №2 საჯარო სკოლის ფეხბურთელთა გუნდმა სასკოლო ოლიმპიადის რეგიონული ეტაპი მოიგო

24 აპრილს ქ. ამბროლაურში გაიმართა სასკოლო ოლიმპიადის რეგიონული ეტაპი ფეხბურთში. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის გამარჯვებული გახდა ლენტეხის №2 საჯარო სკოლის ვაჟ ფეხბურთელთა გუნდი. Continue reading ლენტეხის №2 საჯარო სკოლის ფეხბურთელთა გუნდმა სასკოლო ოლიმპიადის რეგიონული ეტაპი მოიგო

წითელი ჯვრის საზოგადოებამ ლენტეხში ტრენინგი და სიმულაციური ვარჯიში ჩაატარა

20 აპრილს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ ლენტეხის #2 საჯარო სკოლის ეზოში ჩაატარა სიმულაციური ვარჯიშები მოსწავლეებისათვის,რომელიც შეეხებოდა სტიქიური უბედურების დროს (მაგ. მიწისძვრის დროს) დაშავებულისთვის პირველადი დახმარების გაწევას. Continue reading წითელი ჯვრის საზოგადოებამ ლენტეხში ტრენინგი და სიმულაციური ვარჯიში ჩაატარა

ხვალ ლენტეხისა და ჩოლურის სოფლებში აღდგომის ხატს მიაბრძანებენ

აღდგომის დღესასწაულზე და ბრწყინვალე შვიდეულში ( 16 აპრილიდან  23 აპრილამდე)  ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი),  ეპარქიის მღვდლები და მრევლი ერთად აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მიულოცავენ ეპარქიის თითქმის ყველა სოფელს, მიაბრძანებენ აღდგომის ხატს და აღავლენენ პარაკლისებს. ზოგან ჩატარდება წირვაც. ეს ტრადიცია უკვე რამდენიმე წელია რაც დამკვიდრდა.
Continue reading ხვალ ლენტეხისა და ჩოლურის სოფლებში აღდგომის ხატს მიაბრძანებენ

დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ლენტეხის N2 საჯარო სკოლაში

12 აპრილს, ლენტეხის N2 საჯარო სკოლაში გაიმართა დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელშიც დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა დიდი ენთუზიაზმით მიიღეს მონაწილეობა.
Continue reading დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ლენტეხის N2 საჯარო სკოლაში

ქვემო სვანეთის რომელ სოფლებში და როდის გაიმართება შვიდგზის ზეთისცხება

გუშინ , 30 მარტს, დაბა ლენტეხის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში პირველშეწირულთა წირვის შემდეგ,  დეკანოზმა იაკობმა (კვირიკაშვილი) სხვა მღვდელმსახურებთან ერთად შვიდგზის ზეთისცხება აღასრულა. Continue reading ქვემო სვანეთის რომელ სოფლებში და როდის გაიმართება შვიდგზის ზეთისცხება

წითელი ჯვრის საზოგადოებამ ლენტეხში ტრენინგი ჩაატარა

მიმდინარე წლის 23 თებერვალს დაბა ლენტეხში, გამგეობის შენობის საკონფერენციო დარბაზში, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ ჩაატარა საგანგებო სიტუაციებისას საოჯახო გეგმის შედგენის ტრენინგი. Continue reading წითელი ჯვრის საზოგადოებამ ლენტეხში ტრენინგი ჩაატარა

31 მარტს თბილისის გრან პრი-ზე ეთერ ლიპარტელიანი იჭიდავებს.

2017 წლის 31 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით თბილისში სპორტის ახალ სასახლეში ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით გაიმართება “თბილისი გრან პრი 2017”.  მასში მონაწილეობას ღებულობს 39 ქვეყნის 300-მდე სპორტსმენი. ეს ტურნირი იმართება უფროს ასაკობრივ კატეგორიაში, თუმცა მასში მონაწილეობას მიიღებს ოლიმპიური ფესტივალის გამარჯვებული და ევროპის ჩემპიონი ეთერი ლიპარტელიანი, რომელიც როგორც წესი ახალგაზრდულ ასაკობრივ კატეგორიაში ჭიდაობს (57კგ-ში).
Continue reading 31 მარტს თბილისის გრან პრი-ზე ეთერ ლიპარტელიანი იჭიდავებს.

ლევან გუგავამ საქართველოს ჩემპიონატზე ძიუდოში ბრინჯაო მოიპოვა და ევროპისთვის ემზადება

(ფოტოზე: ლევან გუგავა მარჯვნიდან მეორე)
2017 წლის 4 მარტს თბილისში, დიღმის მასივში მდებარე ძიუდოს აკადემიის დარბაზში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის ჭიდაობა ძიუდოში ლევან მაიზერის ძე გუგავამ (66კგ.) მესამე ადგილი მოიპოვა.
Continue reading ლევან გუგავამ საქართველოს ჩემპიონატზე ძიუდოში ბრინჯაო მოიპოვა და ევროპისთვის ემზადება

ავთო მუკბანიანი ქართულ ჭიდაობაშიც ჩემპიონი გახდა

(ფოტოზე: მარჯვნიდან პირველი) 25-26 მარტს, ქალაქ ახალციხეში საქართველოს ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა საქართველოს პირადი პირველობა ქართულ ჭიდაობაში 2000-2002 წლებში დაბადებულ სპორტსმენებს შორის, სადაც ახალგაზრდა ფალავნებმა ქვემო სვანეთიდან წარმატებით იასპარეზეს:
Continue reading ავთო მუკბანიანი ქართულ ჭიდაობაშიც ჩემპიონი გახდა

ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მრავალშვილიან დედებს 8 მარტი მიულოცა

2017 წლის 8 მარტს ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ამირან ჯამბურიძემ ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა დაბა ლენტეხში მცხოვრებ მრავალშვილიან დედებს (ვისაც ხუთი და მეტი შვილი ჰყავთ).
Continue reading ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მრავალშვილიან დედებს 8 მარტი მიულოცა

ირაკლი ბაკურაძემ თხილამურობაში საპრიზო ადგილი მოიპოვა

8-14 მარტს სამასმა მოსწავლემ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან საგაზაფხულო არდადაგები ბაკურიანში გაატარა. მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდამჭერი პროექტის ფარგლებში გამართულ შეჯიბრში გიგანტურ სლალომში სოფ. მელეს საჯარო სკოლის მოსწავლემ ირაკლი ბაკურაძემ მესამე საპრიზო ადგილი მოიპოვა.
Continue reading ირაკლი ბაკურაძემ თხილამურობაში საპრიზო ადგილი მოიპოვა