Category Archives: სიახლე

ტურიზმის შესახებ გამოკითხვა ლენტეხის ქუჩებში

ავტორები: თამარი ონიანი, გიორგი ონიანი

ვცდილობდით გაგვეგო დაბა ლენტეხის მკვიდრთა მოსაზრებები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა განვითარდეს ტურიზმი ქვემო სვანეთში. ქუჩაში მრავალი პოტენციური რესპოდენტი გვხვდებოდა, მაგრამ საუბარზე მხოლოდ რამდენიმე დაგვთანხმდა. იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ მათ ეშინოდათ ჩვენი და ჩვენი კოლეგების, ვისაც ხელში ტელეფონი ჰქონდა მომარჯვებული და ცდილობდა ინტერვიუ ჩაეწერა მათგან.

– „თავად ლენტეხს უნდა გაუკეთდეს რეკლამა, უნდა მოხდეს მისი ბუნების რეკლამირება. ეს ყველაფერი გვჭირდება, რომ აქ ტურისტების რაოდენობა გაიზარდოს. პირველ რიგში ყურადღება უნდა მიექცეს ინფრასტრუქტურას და უნდა განვითარდეს საოჯახო ტურიზმი“ – გაგვიზიარა აზრი ლენტეხელმა სოფომ.

ასევე დაბა ლენტეხში მცხოვრები ქალბატონი მარინას აზრით იმისათვის, რომ ლენტეხში ტურისტების რაოდენობა გაიზარდოს პირველ რიგში ყურადღება უნდა მიექცეს ინფრასტრუქტურას, უნდა გაიხსნას ისეთი ადგილები სადაც ხალხი დასაქმდება და ისინი უკეთ გაერკვევიან იმ ღირსშესანიშნავი ადგილების შესახებ, რომლებიც ლენტეხშია.

სოფ. სასაშის მკვიდრმა ბესო ონიანმა, ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებით ჩვენთან საუბარში, განაცხადა:

– „ამ საქმით [ტურიზმით, რედ.] უნდა დაინტერესდეს ხელისუფლება და შეიქმნას შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ამით მოვიზიდავთ ტურისტებს. უნდა აშენდეს სასტუმროები და დასასვენებელი ცენტრები“.

ბესოს აზრით ეს სასტუმროები არ უნდა წარმოადგენდეს კერძო საკუთრებას:

– „სასტუმროები უნდა იყოს სახელმწიფოს მფლობელობაში“ – განაცხადა მან.

ფოტო: გიორგი ონიანი

www.Svanetiinfo.ge აცხადებს კონკურსს 5 ვაკანსიაზე

საინფორმაციო პორტალი www.Svanetiinfo.ge, ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით, აცხადებს კონკურსს 5 ვაკანსიაზე ქვემო სვანეთის სოფლებში მცხოვრები ახალბედა ჟურნალისტებისათვის. Continue reading www.Svanetiinfo.ge აცხადებს კონკურსს 5 ვაკანსიაზე

როცა საჭიროა პედაგოგებიც უსტვენენ

11 იანვარს, საჯარო სკოლების პედაგოგთა მორიგი საგნობრივი გამოცდები დაგვიანებით დაიწყო ერთ-ერთ დროებით საგამოცდო ცენტრში, რომელიც თბილისის 161-ე სკოლაში არის განთავსებული. Continue reading როცა საჭიროა პედაგოგებიც უსტვენენ

სათანამშრომლოდ ვიწვევთ მოქალაქე ჟურნალისტებს

საინფორმაციო პორტალი www.svanetiinfo.ge იწვევს მოქალაქე ჟურნალისტებს სათანამშრომლოდ. Continue reading სათანამშრომლოდ ვიწვევთ მოქალაქე ჟურნალისტებს

”ბოდიში უშველის ჩვენ საქმეს?”- მძღოლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ

ცაგერი-წყალტუბოს შემაერთებელი ცენტრალური გზის გაწმენდა ცალხიდიანი ავტომობილების სამოძრაოდ მხოლოდ 7 იანვრის საღამოს დამთავრდა. Continue reading ”ბოდიში უშველის ჩვენ საქმეს?”- მძღოლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ

ღვთისმშობლის ხატი დაბა ლენტეხის გავლით უშგულში წააბრძანეს

ღვთისმშობლის ხატი, რომელიც უშგულის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიას უნდა შესწირონ, გუშინ დაბა ლენტეხში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დააბრძანეს. Continue reading ღვთისმშობლის ხატი დაბა ლენტეხის გავლით უშგულში წააბრძანეს

თბილისიდან უშგულში ფეხით ხატს მიაბრძანებენ

უკვე მე-10 დღეა თბილისიდან უშგულში ფეხით ღვთისმშობლის ხატს მიაბრძანებენ. Continue reading თბილისიდან უშგულში ფეხით ხატს მიაბრძანებენ

ვენერა ქურასბედიანმა საკუთარი ჭირის დღისთვის გოდება დაწერა


ვენერა ქურასბედიანმა,  ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფ.ხოფურის საჯარო სკოლის მასწავლებელმა საკუთარ თავზე მოთქმა-გოდება დაწერა. Continue reading ვენერა ქურასბედიანმა საკუთარი ჭირის დღისთვის გოდება დაწერა

მაქსიმობა ცაგერში

ხატის გადაბრძანება26 აგვისტოს ლეჩხუმში მაქსიმობა იზეიმეს. ამ დღეს ქალაქ ცაგერს სვანეთიდან და საქართველოს სხვა კუთხეებიდან უამრავი ხალხი სტუმრობდა. Continue reading მაქსიმობა ცაგერში

სტიქია ქვემო სვანეთში

mewyeri
21 აგვისტოს გვიან ღამით დაწყებული ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე სოფელში ჩამოწოლილმა მეწყერმა ჩაკეტა ცაგერი-ლენტეხის დამაკავშირებელი გზა. Continue reading სტიქია ქვემო სვანეთში

ახალგაზრდები არჩევნებზე ‘’დავაფიქრეთ’’

ოცნების პლაკატი

როგორც წესი, არჩევნები მხოლოდ საარჩევნო კამპანიის მოახლოებისას გვახსენდება და  აღარც პოლიტიკური პარტიების ადგილობრივი ორგანიზაციები იწუხებენ თავს , რომ მანამდე შეგვახსენონ თავიანთი არსებობა.
Continue reading ახალგაზრდები არჩევნებზე ‘’დავაფიქრეთ’’