ტურიზმი არა მხოლოდ სვანეთისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროა. სვანეთი კი ის ადგილია, რომელიც საქართველოში ტურისტების სიმრავლის კუთხით ერთ-ერთი მოწინავეა. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი სტატისტიკა, თუ რამდენი ტურისტი ეწვია სვანეთს მიმდინარე წელს, არ არსებობს, ცნობილია, რომ ზემო სვანეთს უფრო ეტანებიან ვიზიტორები, ვიდრე – ქვემო სვანეთს. ამის ძირითადი მიზეზი კი განუვითარებელი ინფრასტრუქტურა და შესაბამისი ინფორმაციის არქონაა.
Monthly Archives: August 2016
ვაკანსიები კორესპონდენტებისთვის
სვანეთის საინფორმაციო პორტალი www.svanetiinfo.ge აცხადებს კონკურსს კორესპონდენტების ვაკანსიებზე მესტიაში და ქვემო სვანეთის ჟახუნდერისა და ცანის თემებში.
“ტრადიცია და ტურიზმი – ქვემო სვანეთის ახალი სიცოცხლე”
“ტრადიცია და ტურიზმი – ქვემო სვანეთის ახალი სიცოცხლე”- ეს გახლავთ არასამთავრობო ორგანიზაცია “ლაჰილი”-ის მიმდინარე პროქტი, რომლის მიზანიც ქვემო სვანეთის, როგორც ტურისტულად მიმზიდველი და პერსპექტიული ზონის ცნობადობის ამაღლება და რეგიონში ტურისტული სერვისების განვითარებაა.
Continue reading “ტრადიცია და ტურიზმი – ქვემო სვანეთის ახალი სიცოცხლე”
” ობსკურას” წარმომადგენლებმა ლენტეხელ მოსწავლეებს ფოტოხელოვნებაში მასტერკლასი ჩაუტარეს
ლენტეხის სამხატვრო სკოლას საზოგადოება “ობსკურას” წარმომადგენლები სტუმრობდნენ. მათი ვიზიტის მიზანი თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციაა.
“ვაშენოთ ჩვენი ტაძარი ქვაზე…” – საუკუნის მშენებლობა ლაშხეთში
1994 წლის შემოდგომაზე, ლაშხეთში, სოფელ ლაშხარაშის გასწვრივ, მდინარე ხანაშურის მარჯვენა ნაპირზე არსებულ კლდოვან ფერდობზე, სადაც, ხალხის გადმოცემით, ოდესღაც კოშკი მდგარა, ბატონი გრიგოლ ჯანხოთელის ინიციატივით, გადაწყდა, აშენებულიყო ტაძარი. ეკლესიას სახელი ხალხმა შეურჩია – “ლაშხეთის მაცხოვრის ტაძარი”. დაწესდა, რომ ყოველი წლის 1 აგვისტოს აღინიშნოს “ლაშხეთობა”. “svaneTiinfo.ge” ულოცავს ლაშხეთელებს და სრულიად სვანეთს ამ დღესასწაულსს. დღეს, როგორც ყოველთვის, უამრავმა მომლოცველმა მოიყარა ტაძარში თავი.
Continue reading “ვაშენოთ ჩვენი ტაძარი ქვაზე…” – საუკუნის მშენებლობა ლაშხეთში