Category Archives: სპორტი

ლენტეხისა და ამბროლაურის გუნდების ამხანაგური შეხვედრა რაგბში

16 აპრილს ლენტეხში ოლეგ ლიპარტელიანის სახელობის სტადიონზე, სარაგბო ფესტივალის დამთავრების შემდეგ, გაიმართა ამხანაგური შეხვედრა რაგბში ლენტეხისა და ამბროლაურის მოსწავლეთა გუნდებს შორის.
Continue reading ლენტეხისა და ამბროლაურის გუნდების ამხანაგური შეხვედრა რაგბში

ლენტეხში სარაგბო ფესტივალი ჩატარდა

დღეს, 16 აპრილს ლენტეხში დასავლეთ საქართველოს სარაგბო ფესტივალი ჩატარდა 2004-2005 წლებში დაბადებულ ვაჟებს შორის. ფესტივალის დასრულების შემდეგ ლენტეხისა და ამბროლაურის გუნდებმა ამხანაგური შეხვედრა გამართეს.
ფესტივალთან დაკავშირებით კითხვებით მივმართეთ საქართველოს რაგბის კავშირის დასავლეთ საქართველოს კოორდინატორს იოსებ დიაკონიძეს:
Continue reading ლენტეხში სარაგბო ფესტივალი ჩატარდა

ლევან გუგავა ევროპის ჩემპიონი გახდა სამბოში

საფრანგეთის ქალაქ ტულუზაში  გუშინ დაიწყო და დღეს დამთავრდა ევროპის ღია პირველობა სამბოში ჭაბუკ სპორტსმენებს შორის.დღეს გაიმართა ფინალური ორთაბრძოლები და ლენტეხის სასპორტო სკოლის აღზრდილმა ლევან გუგავამ 65 კგ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი მოიპოვა. ვულოცავთ მას ამ დიდ გამარჯვებას.

საქართველოს ჩემპიონატი მეკლდეურობაში

gogonaTa shejibri

26-28 ივნისს დიდი სპორტული ზეიმი იყო დაბა ლენტეხში, სადაც კომპლექსური სასპორტო სკოლის ბაზაზე არსებულ ხელოვნურ კედელზე ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი რთულ და სწრაფ ცოცვაში გოგონებსა და ვაჟებს შორის და ასევე გამოჩენილი სვანი ალპინისტის, ალპინიზმში საბჭოთა კავშირის მრავალგზის ჩემპიონისა და პრიზიორის, სპორტის დამსახურებული ოსტატის – ჯოკია გუგავას თასის გათამაშება გუნდებს შორის სწრაფ ცოცვაში. Continue reading საქართველოს ჩემპიონატი მეკლდეურობაში

მეკლდეურების წარმატებები

18-19 აპრილს “ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრისა” და თბილისის მერიის მხარდაჭერით, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს შენობაში მდებარე მეკლდეურობის დარბაზში ირაკლი გელდიაშვილის სახელობის მემორიალური ტურნირი ჩატარდა, სადაც რთული ცოცვის და სწრაფი ცოცვის სახეობაში გამარჯვებული ვაჟები და გოგონები გამოვლინდნენ. Continue reading მეკლდეურების წარმატებები

ლენტეხის გუნდის წარმატება

29 ოქტომბერს მარნეულში გაიმართა IV ტრადიციული საერთაშორისო გუნდური ტურნირი 2000-2001 წელს დაბადებულ ძიუდოისტებს შორის, რომელიც მიეძღვნა ქვემო ქართლის რეგიონში ძიუდოს ერთ-ერთი დამაარსებლისა და ჩოხიანი ჭიდაობის დამფუძნებლის, სპორტის დამსახურებული მუშაკის, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის და სპორტის ოსტატის თენგიზ ნავერიანის ხსოვნას.
Continue reading ლენტეხის გუნდის წარმატება

ლენტეხელი ძიუდოისტების წარმატება

2 ნოემბერს ქ. ზუგდიდში ნუკრი შამუგიას ხსოვნისადმი მიძღვნილ ტურნირზე 2000, 2001, 2002 და 2003 წლებში დაბადებულ ჭაბუკ ძიუდოისტთა შორის ლენტეხის სასპორტო სკოლის მოჭიდავეებმა ხუთი საპრიზო ადგილი დაიკავეს:
1 ადგილი – გიორგი ლიპარტელიანი და გიორგი ჩანქსელიანი,
2 ადგილი – დავით ლიპარტელიანი,
3 ადგილი – დავით ხვისტანი და ლუკა გასვიანი.

იასონ ქურასბედიანის სახელობის ტურნირი

იასონ ქურასბედიანის სახელობის ტურნირი
23 აგვისტოს, დაბა ლენტეხში იასონ ქურასბედიანის სახელობის ტურნირი გაიმართა მინი-ფეხბურთში.
Continue reading იასონ ქურასბედიანის სახელობის ტურნირი