17 იანვარს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა (CSI) კონკურსში „ჟურნალისტები სოციალური ცვლილებებისთვის“ 2019 წლის გამარჯვებულები გამოავლინა და რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში გამარჯვებულის პრიზი მარინე სვანიძეს გადაეცა. მარინე სვანიძე kvira.ge-ს რეგიონული კორესპონდენტია, ასევე 2014 წლის დეკემბრიდან დღემდე მუშაობს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის (2017 წ.-მდე გამგეობის) დაქვემდებარებაში არსებული ა.ა ი.პ.-ის “ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის ცენტრი“-ს დირექტორის თანამდებობაზე. 2012 წლიდან 2015 წლამდე მარინე სვანიძე იყო ტელეკომპანია მეცხრე არხისა და საინფორმაციო სააგენტო “ინფო 9“-ს რეგიონული ჟურნალისტი.
Continue reading კონკურსში „ჟურნალისტები სოციალური ცვლილებებისთვის“ რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში მარინე სვანიძემ გაიმარჯვა
Tag Archives: პროექტი “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“
ამბროლაურში “სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმი – 2019” გაიმართა
9 ივლისს, ქ. ამბროლაურში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული ჰაბის – “ფონდი აფხაზინტერკონტის“ (AIC) ორგანიზებით გაიმართა “სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმი – 2019”. Continue reading ამბროლაურში “სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმი – 2019” გაიმართა
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული ჰაბის მორიგი პრეზენტაცია დაბა ლენტეხში
22 მარტს, დაბა ლენტეხში, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს შენობაში რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული ჰაბის – ფონდი “აფხაზინტერკონტი“-ს (AIC) მორიგი პრეზენტაცია ჩატარდა პროექტის: – “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ – ფარგლებში.
Continue reading რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული ჰაბის მორიგი პრეზენტაცია დაბა ლენტეხში
ლენტეხში და ცაგერში პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“-ს პრეზენტაციები გაიმართება
დღეს, 24 იანვარს, 12:00 საათზე ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის, ხოლო 14:00 საათზე ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზებში “რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული ჰაბი“-ს წარმომადგენლები გამართავენ პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“-ს პრეზენტაციებს.
Continue reading ლენტეხში და ცაგერში პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“-ს პრეზენტაციები გაიმართება
ამბროლაურში რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული ჰაბი დაარსდა
5 დეკემბერს, ქალაქ ამბროლაურში, „ფონდი აფხაზინტერკონტი“-ს (AIC) ფერმერთა მომსახურების რესურს-ცენტრში გაიმართა „რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული ჰაბი“-ს პრეზენტაცია. ღონისძიება ორგანიზებული იყო „ფონდი აფხაზინტერკონტი“-ს მიერ პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“-ს ფარგლებში.
Continue reading ამბროლაურში რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული ჰაბი დაარსდა