22-23 აპრილს ქ. ფოთში ჩატარებულ ზურაბ სარსანიას სახელობის ტურნირზე კრივში პირველი ადგილი დაიკავა ლატალის გურამ თიკანაძის სახელობის სპორტ-სკოლის აღსაზრდელმა ბექა წერედიანმა (48-კგ.), ხოლო გიორგი კვანჭიანმა მესამე ადგილი დაიკავა. მათი მწვრთნელია – გურამ წერედიანი.
Continue reading ბექა წერედიანმა კრივში ზურაბ სარსანიას სახელობის ტურნირი მოიგო
All posts by გაზეთი "სვანეთი"
ჭუბერის საჯარო სკოლის გუნდმა ფრენბურთში სასკოლო ოლიმპიადის რეგიონული ეტაპი მოიგო
22 აპრილს ქ.ზუგდიდში გამართულ სასკოლო ოლიმპიადის რეგიონულ შეჯიბრში ფრენბურთში პირველი ადგილი დაიკავა სოფ. ჭუბერის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდმა.
Continue reading ჭუბერის საჯარო სკოლის გუნდმა ფრენბურთში სასკოლო ოლიმპიადის რეგიონული ეტაპი მოიგო
ლატალში, ჭიდაობა ძიუდოში ლაშა და ლუხუმ კვანჭიანების სახელობის რაიონული პირველობა ჩატარდა
22 აპრილს სოფელ ლატალში, გურამ თიკანაძის სახელობის სპორტ-სკოლაში მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით ჩატარდა ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლეების ლაშა და ლუხუმ კვანჭიანების ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი, მესტიის რაიონული პირველობა ჭიდაობა ძიუდოში. Continue reading ლატალში, ჭიდაობა ძიუდოში ლაშა და ლუხუმ კვანჭიანების სახელობის რაიონული პირველობა ჩატარდა
მესტიაში ტურისტი ქრისტიანად მოინათლა
17 აპრილს, უცხოეთიდან ჩამოსული ტურისტი ქალბატონი, რომელიც ამჟამად მესტიის წმ. ელია თეზბიტელის სახელობის დედათა მონასტერში ცხოვრობს, გაქრისტიანდა.
Continue reading მესტიაში ტურისტი ქრისტიანად მოინათლა
სვანეთში ისევ ჩამოთოვა, ქვის ცვენის გამო ტრანსპორტის მოძრაობა გართულდა
დღეს, 22 აპრილს სვანეთის მაღალმთიან სოფლებში ჩამოთოვა. ქვის ცვენის გამო გართულდა გადაადგილება გზებზე, განსაკუთრებით მესტია – ზუგდიდის დამაკავშირებელ მონაკვეთზე.
Continue reading სვანეთში ისევ ჩამოთოვა, ქვის ცვენის გამო ტრანსპორტის მოძრაობა გართულდა
ლენტეხის გამგებელი ჟურნალისტის საჯაროდ “გაკიცხვას” შეეჩვია
2016 წლის დეკემბერში, ლენტეხის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე, გამგებელმა ამირან (ჟორდან) ჯამბურიძემ უკმაყოფილება გამოთქვა გაზეთში “სვანეთი” საკრებულოს სხდომის შესახებ გამოქვეყნებული მასალის გამო და სხდომაზე დამსწრე რედაქტორის მოადგილეს (თქვენს მონა-მორჩილს) მოსთხოვა – Continue reading ლენტეხის გამგებელი ჟურნალისტის საჯაროდ “გაკიცხვას” შეეჩვია
კონკურსის “შეNს ქალAქს დაუTOვე” ფარგლებში მესტიის შესასვლელთან კედელი მოიხატა
საინფორმაციო ცენტრმა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ გამოაცხადა კონკურსი “შეNს ქალAქს დაუTOვე”, რომელიც რამდენიმე დღის წინ დასრულდა.
ამ პროექტის ფარგლებში მხატვარმა ზურა ფალიანმა დაბა მესტიაში შესასვლელი კედელი მოხატა.
Continue reading კონკურსის “შეNს ქალAქს დაუTOვე” ფარგლებში მესტიის შესასვლელთან კედელი მოიხატა
აღდგომის სადღესასწაულო წირვა მესტიის საკათედრო ტაძარში
16 აპრილს მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტმა ილარიონმა (ქიტიაშვილი) აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის წირვა მესტიის მაცხოვრის აღდგომის სახელობის საკათედრო ტაძარში აღავლინა.
Continue reading აღდგომის სადღესასწაულო წირვა მესტიის საკათედრო ტაძარში
გუშინ ქვემო სვანეთის მაღალმთიან სოფლებში ცოტა მოთოვა
გუშინ, 9 აპრილს ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ჩოლურის, ხელედისა და ლაშხეთის თემებში ცოტა ჩამოთოვა, თუმცა ცენტრალურ გზაზე თოვლი არ დევს. სოფ. სასაშში თოვლის საფარმა დაახლოებით 10 სმ-ს მიაღწია, ღამით არ მოუყინავს. დღეს ცვალებადი მოღრუბლულობაა, დათბა და თოვლიც დნება.
Continue reading გუშინ ქვემო სვანეთის მაღალმთიან სოფლებში ცოტა მოთოვა
ლატალის უძველეს ტაძარში ბზობის სადღესასწაულო წირვა აღევლინა
გუშინ 9 აპრილს სოფ. ლატალის მაცხოვრის ამაღლების სახელობის, მე-10-11 საუკენეების ტაძარში ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა, ხოლო წირვის დასასრულს ცხრა აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინა ლატალის მოძღვარმა სქიმარქიმანდრიტმა ეგნატემ (კურტანიძე).
Continue reading ლატალის უძველეს ტაძარში ბზობის სადღესასწაულო წირვა აღევლინა
კონკურსში “მოზარდები ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ” წვირმის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გაიმარჯვეს
30 მარტს დაბა მესტიის იუსტიციის სახლში შედგა მესტიის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით ჩატარებული კონკურსის “მოზარდები ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ” ჟიურის შემაჯამებელი სხდომა და წარმოდგენილი ვიდეორგოლების ჩვენება. I ადგილი – სოფ. წვირმის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდმა დაიკავა.
Continue reading კონკურსში “მოზარდები ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ” წვირმის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გაიმარჯვეს
მინისტრებმა სამთო-სათხილამურო კურორტი თეთნულდი მოინახულეს
23-მარტს ზემო სვანეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი.
Continue reading მინისტრებმა სამთო-სათხილამურო კურორტი თეთნულდი მოინახულეს