All posts by გაზეთი "სვანეთი"

გამოკითხული სასაშლები მიგრაციის მიზეზად უმუშევრობას ასახელებენ

ავტორი: გიორგი ონიანი, სოფ. სასაში

მიგრაცია სვანეთისთვის მეტად მძიმე პრობლემაა, სტატისტიკური მონაცემებით 2002 წელს ქვემო სვანეთში ცხოვრობდა დაახლოებით 9 000 ადამიანი, 2015 წლის 1 იანვრისთვის კი ცხოვრობდა – დაახლოებით 4 400 ადამიანი, გამოდის რომ 13 წელიწადში მოსახლეობის რაოდენობა განახევრდა.
Continue reading გამოკითხული სასაშლები მიგრაციის მიზეზად უმუშევრობას ასახელებენ

ლაშხელები გზის გაკეთებას მოუთმენლად ელიან

ქრისტინე დონღვანი, სოფ. ჩიხარეში
გიორგი ონიანი, სოფ. სასაში

ქვემო სვანეთის ბევრ სოფელში უმძიმესი მდგომარეობაა გზის გაუმართაობის გამო, განსაკუთრებით ზარალდებიან ლაშხეთის თემის მკვიდრნი, რადგან ლაშხეთი ქალაქებიდან უფრო დაშორებულია და საზოგადოებრივი ტრანსპორტიც ნაკლებად მოძრაობს.

Continue reading ლაშხელები გზის გაკეთებას მოუთმენლად ელიან

ნაგავსაყრელების პრობლემა მწვავედ დგას – სოფელი ჩიხარეში

ავტორი: ქრისტინე დონღვანი, სოფ ჩიხარეში

ქვემო სვანეთის ერთერთ ულამაზეს სოფელ ჩიხარეშში ნაგავსაყრელებთან დაკავშირებით უმძიმესი მდგომარეობაა. შევეცადე გამეგო აქ მცხოვრებთა აზრი ამ პრობლემის გადაჭრასთან დაკავშირებით.
Continue reading ნაგავსაყრელების პრობლემა მწვავედ დგას – სოფელი ჩიხარეში

რას ფიქრობენ სასაშლები ე.წ. ‘’მაღალმთიანობის“ კანონზე

თამარ ონიანი, სოფ. სასაში

ე.წ. “მაღალმთიანობის“ კანონი (“მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ”) უკვე დამტკიცებულია, რაც გაზეთ “სვანეთშიც“ გამოქვეყნდა (2015 წლის 19 დეკემბერი), მისი მოქმედება მთელ სვანეთზე ვრცელდება და ამ კანონის რამდენიმე მუხლი ძალაში 2016 წლის 1 იანვრიდან შევიდა.
Continue reading რას ფიქრობენ სასაშლები ე.წ. ‘’მაღალმთიანობის“ კანონზე

ტურიზმის შესახებ გამოკითხვა ლენტეხის ქუჩებში

ავტორები: თამარი ონიანი, გიორგი ონიანი

ვცდილობდით გაგვეგო დაბა ლენტეხის მკვიდრთა მოსაზრებები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა განვითარდეს ტურიზმი ქვემო სვანეთში. ქუჩაში მრავალი პოტენციური რესპოდენტი გვხვდებოდა, მაგრამ საუბარზე მხოლოდ რამდენიმე დაგვთანხმდა. იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ მათ ეშინოდათ ჩვენი და ჩვენი კოლეგების, ვისაც ხელში ტელეფონი ჰქონდა მომარჯვებული და ცდილობდა ინტერვიუ ჩაეწერა მათგან.

– „თავად ლენტეხს უნდა გაუკეთდეს რეკლამა, უნდა მოხდეს მისი ბუნების რეკლამირება. ეს ყველაფერი გვჭირდება, რომ აქ ტურისტების რაოდენობა გაიზარდოს. პირველ რიგში ყურადღება უნდა მიექცეს ინფრასტრუქტურას და უნდა განვითარდეს საოჯახო ტურიზმი“ – გაგვიზიარა აზრი ლენტეხელმა სოფომ.

ასევე დაბა ლენტეხში მცხოვრები ქალბატონი მარინას აზრით იმისათვის, რომ ლენტეხში ტურისტების რაოდენობა გაიზარდოს პირველ რიგში ყურადღება უნდა მიექცეს ინფრასტრუქტურას, უნდა გაიხსნას ისეთი ადგილები სადაც ხალხი დასაქმდება და ისინი უკეთ გაერკვევიან იმ ღირსშესანიშნავი ადგილების შესახებ, რომლებიც ლენტეხშია.

სოფ. სასაშის მკვიდრმა ბესო ონიანმა, ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებით ჩვენთან საუბარში, განაცხადა:

– „ამ საქმით [ტურიზმით, რედ.] უნდა დაინტერესდეს ხელისუფლება და შეიქმნას შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ამით მოვიზიდავთ ტურისტებს. უნდა აშენდეს სასტუმროები და დასასვენებელი ცენტრები“.

ბესოს აზრით ეს სასტუმროები არ უნდა წარმოადგენდეს კერძო საკუთრებას:

– „სასტუმროები უნდა იყოს სახელმწიფოს მფლობელობაში“ – განაცხადა მან.

ფოტო: გიორგი ონიანი

www.Svanetiinfo.ge აცხადებს კონკურსს 5 ვაკანსიაზე

საინფორმაციო პორტალი www.Svanetiinfo.ge, ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით, აცხადებს კონკურსს 5 ვაკანსიაზე ქვემო სვანეთის სოფლებში მცხოვრები ახალბედა ჟურნალისტებისათვის. Continue reading www.Svanetiinfo.ge აცხადებს კონკურსს 5 ვაკანსიაზე

როცა საჭიროა პედაგოგებიც უსტვენენ

11 იანვარს, საჯარო სკოლების პედაგოგთა მორიგი საგნობრივი გამოცდები დაგვიანებით დაიწყო ერთ-ერთ დროებით საგამოცდო ცენტრში, რომელიც თბილისის 161-ე სკოლაში არის განთავსებული. Continue reading როცა საჭიროა პედაგოგებიც უსტვენენ

სათანამშრომლოდ ვიწვევთ მოქალაქე ჟურნალისტებს

საინფორმაციო პორტალი www.svanetiinfo.ge იწვევს მოქალაქე ჟურნალისტებს სათანამშრომლოდ. Continue reading სათანამშრომლოდ ვიწვევთ მოქალაქე ჟურნალისტებს

”ბოდიში უშველის ჩვენ საქმეს?”- მძღოლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ

ცაგერი-წყალტუბოს შემაერთებელი ცენტრალური გზის გაწმენდა ცალხიდიანი ავტომობილების სამოძრაოდ მხოლოდ 7 იანვრის საღამოს დამთავრდა. Continue reading ”ბოდიში უშველის ჩვენ საქმეს?”- მძღოლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ

ბიზნეს-იდეების საკონკურსო განაცხადების მიღება 25 დეკემბერს მთავრდება

სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების ევროპული სამეზობლო პროგრამის (ENPARD-საქართველო) პროექტის ფარგლებში ლენტეხის, ცაგერის, ხობის, აბაშის, ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის და სენაკის მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს პროექტი „თანამშრომლობა საქართველოში სოფლის აღორძინებისათვის“. Continue reading ბიზნეს-იდეების საკონკურსო განაცხადების მიღება 25 დეკემბერს მთავრდება

ექიმები დაბა ლენტეხში უფასო გამოკვლევებს ატარებენ

დაბა ლენტეხში მობილური ბრიგადის ექიმები უფასოდ სინჯავენ ავადმყოფებს და ატარებენ შესაბამის გამოკვლევებს. Continue reading ექიმები დაბა ლენტეხში უფასო გამოკვლევებს ატარებენ