Category Archives: სიახლე

კითხვები და პასუხები დისკრიმინაციის შესახებ (R)

კითხვა: რა არის დისკრიმინაცია?

პასუხი: დისკრიმინაცია (ლათ. Discriminatio – განსხვავება) – ნიშნავს რაიმე ნიშნით განსხვავებული პირის ან პირთა ჯგუფის მიმართ უთანასწორო მოპყრობას ან უპირატესობის მინიჭებას.
Continue reading კითხვები და პასუხები დისკრიმინაციის შესახებ (R)

ლენტეხის სამხატვრო სკოლამ გამოფენა-გაყიდვა გამართა

მიმდინარე  წლის  14 ივნისს ლენტეხის სამხატვრო სკოლამ გამართა  წლის შემაჯამებელი გამოფენა-გაყიდვა. სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა თამარ მეფის ქუჩაზე გამოფინეს სხვადასხვა სახის შესანიშნავი  ნახატები, ხელით ნაქსოვები, თექაში შესრულებული ქუდები, ხალიჩები, ჩანთები, გობელენები.
Continue reading ლენტეხის სამხატვრო სკოლამ გამოფენა-გაყიდვა გამართა

ანსამბლი “მიჟე ნარი” – ბათუმში

12 ივნისს, ბათუმის ბულვარში, კოლონადებთან ჩოლურის ფოლკლორულმა ანსამბლმა “მიჟე ნარი”, ჯუმბერ მუკბანიანის ხელმძღვანელობით, “სვანური ფოლკლორის კონცერტი” გამართა. Continue reading ანსამბლი “მიჟე ნარი” – ბათუმში

გოჩა ჭაბუკაიძის კონცერტი ლენტეხში

ავტორი: ნანი ბენდელიანი, დაბა ლენტეხი

გოჩა ჭაბუკაიძის ტურნეს ფარგლებში, 7 და 9 ივნისს  ქალაქ  ცაგერსა და დაბა ლენტეხში ჩატარდა  კონცერტები, რომლებშიც მონაწილეობა მიიღო ახალგაზრდა ნიჭიერმა მომღერალმა ბაკურ ჩანქსელიანმა. ამ კონცერტების შესახებ ჩვენ ბაკურს გავესაუბრეთ :
Continue reading გოჩა ჭაბუკაიძის კონცერტი ლენტეხში

დაბა ლენტეხის პრობლემებზე საუბრობს ანზორ ბენდელიანი

ავტორი: ნანი ბენდელიანი, დაბა ლენტეხი

დაბა ლენტეხში წლების განმავლობაში არსებულ პრობლემებზე ვესაუბრეთ გამგებლის წარმომადგენელს ანზორ ბენდელიანს:
Continue reading დაბა ლენტეხის პრობლემებზე საუბრობს ანზორ ბენდელიანი

დაბა ლენტეხში საკათედრო ტაძარი შენდება

29 მაისს ცაგერისა და ლენტეხის მთავარეპისკოპოსმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) დაბა ლენტეხში მშენებარე საკათედრო ტაძრის საძირკველი აკურთხა.
Continue reading დაბა ლენტეხში საკათედრო ტაძარი შენდება

თენგიზ გაზდელიანი ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი გახდა

ფოტოს ავტორი: ერეკლე გურჩიანი
ფოტოს ავტორი: ერეკლე გურჩიანი

26 მაისს რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე პარამკლავჭიდში საქართველოს ნაკრების წევრმა თენგიზ (თენგო) გაზდელიანმა (მწვრთნელი ერეკლე გურჩიანი) ვერცხლის მედლები მოიპოვა აბსოლუტურ წონით კატეგორიაში, როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა ხელით ასპარეზობაში.
Continue reading თენგიზ გაზდელიანი ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი გახდა

”ღამე მუზეუმში” – მხარეთმცოდნეობის მუზეუმში შემოქმედებითი საღამო მოეწყო

ინგა ონიანი, ლენტეხის ლ. მუსელიანის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორი
ინგა ონიანი, ლენტეხის ლ. მუსელიანის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორი

20 მაისს შემოქმედებითი საღამო მოეწყო ლენტეხის ლადო მუსელიანის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.
Continue reading ”ღამე მუზეუმში” – მხარეთმცოდნეობის მუზეუმში შემოქმედებითი საღამო მოეწყო

ახალგაზრდა მეკლდეურები საქართველოს ჩემპიონატის პრიზიორები გახდნენ

მარჯვნიდან: ანი გაზდელიანი, გვანცა ჩანქსელიანი, ლევანი ავალიანი, ეკა ლიპარტელიანი
მარჯვნიდან: ანი გაზდელიანი, გვანცა ჩანქსელიანი, ლევანი ავალიანი, ეკა ლიპარტელიანი

ავტორი: ნანი ბენდელიანი

ლენტეხის ალპინიზმისა და მეკლდეურობის სასპორტო სკოლის (დირექტორი  ალიოშა გაზდელიანი, მწვრთნელი დუდუშა ლიპარტელიანი) აღსაზრდელებმა საქართველოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მეკლდეურობაში საპრიზო ადგილები მოიპოვეს.
Continue reading ახალგაზრდა მეკლდეურები საქართველოს ჩემპიონატის პრიზიორები გახდნენ

მოხალისეების შესარჩევ კონკურსზე განაცხადების მიღება 31 მაისს დასრულდება

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო მიმდინარე წლის 11-დან 31 მაისის ჩათვლით აცხადებს კონკურსს საქართველოს 64 მუნიციპალიტეტში 17-დან 25 წლამდე მოხალისეების შერჩევის მიზნით.
პროგრამაში მონაწილე მოხალისეებს საშუალება ექნებათ:
გაიარონ 5 დღიანი ტრენინგ-სემინარი,
ყოველთვიურად მიიღონ საკომუნიკაციო ხარჯი 45 ლარის ოდენობით,
მონაწილეობა მიიღონ სამინისტროს ეგიდით გამართულ სხვა ღონისძიებებში,
ჩაერთონ საერთაშორისო მოხალისეობრივ პროექტებში (European Voluntary Service),
მიიღონ მოხალისეობრივი პროექტების განხორციელებისთვის დაფინანსება,
გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ როგორც წლის საუკეთესო მოხალისეები.

Continue reading მოხალისეების შესარჩევ კონკურსზე განაცხადების მიღება 31 მაისს დასრულდება

კურორტი “მუაში” მშველელს ელის

მუაში 2014.06-ფოტო:ქრისტინე მეშველიანის
მუაში 2014.06-ფოტო:ქრისტინე მეშველიანის

ცოტნე მუსელიანი, დაბა ლენტეხი
გიორგი ონიანი, სოფ. სასაში

კურორტი “მუაშის” ნაწილი კერძო საკუთრებაშია. “…ამათი თანხმობის გარეშე იქ არავინ შევა, ახალი მეპატრონე (გაუსხვისებელი ტერიტორიის ავტ.) რომ მოვიდეს…“ – აცხადებს გერმან (ბულათ) ქურასბედიანი – ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების სამსახურის ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილების უფროსი.
Continue reading კურორტი “მუაში” მშველელს ელის

ლაშხელები გზის გაკეთებას მოუთმენლად ელიან

ქრისტინე დონღვანი, სოფ. ჩიხარეში
გიორგი ონიანი, სოფ. სასაში

ქვემო სვანეთის ბევრ სოფელში უმძიმესი მდგომარეობაა გზის გაუმართაობის გამო, განსაკუთრებით ზარალდებიან ლაშხეთის თემის მკვიდრნი, რადგან ლაშხეთი ქალაქებიდან უფრო დაშორებულია და საზოგადოებრივი ტრანსპორტიც ნაკლებად მოძრაობს.

Continue reading ლაშხელები გზის გაკეთებას მოუთმენლად ელიან