Category Archives: ახალგაზრდობა

ჩოლურის სკოლაში ამერიკელი მოხალისე ასწავლის

2017 წლის 15 სექტემბრიდან ჩოლურის საჯარო სკოლაში ინგლისურს, ადგილობრივ პედაგოგებთან ერთად, ამერიკელი პროგრამისტი დონალდ ქამერონი (Donald Cameron) ასწავლის. ის 2018 წლის მაისის ბოლომდე დარჩება ჩოლურში. დონალდი საკუთარი სურვილით კვირაში ერთხელ თავისუფალ გაკვეთილს ატარებდა ნებისმიერი მსურველისათვის, მაგრამ შეწყვიტა მსმენელების არ არსებობის გამო.
Continue reading ჩოლურის სკოლაში ამერიკელი მოხალისე ასწავლის

სალომე ლიპარტელიანმა “ლენტეხის ეტალონი მოსწავლის” ტიტული მოიპოვა

18 იანვარს, ლენტეხის პირველ საჯარო სკოლაში, ჩატარდა ინტელექტუალური თამაშის “ეტალონი“-ს მეორე ტური – ნახევარფინალი, რომელშიც გაიმარჯვა ლენტეხის №1 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლემ სალომე გოჩას ასულმა ლიპარტელიანმა (კლასის დამრიგებელი – ზამირა დრიაევა). მან ამ გამარჯვებით “ეტალონი”-ს ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა, რომელიც ბათუმში გაიმართება.
Continue reading სალომე ლიპარტელიანმა “ლენტეხის ეტალონი მოსწავლის” ტიტული მოიპოვა

ლენტეხის №2 საჯარო სკოლაში საახალწლო ზეიმი გაიმართა

30 დეკემბერს ლენტეხის №2 საჯარო სკოლაში (დირექტორი ციცინო მუსელიანი) დიდი საახალწლო ღონისძიება ჩატარდა. ზეიმში სკოლის ყველა კლასმა მიიღო მონაწილეობა. მოსწავლეებმა წარმოადგინეს მეტად სახალისო სკეტჩი საახალწლო თემაზე, ცეკვები, ლექსები და სიმღერები. Continue reading ლენტეხის №2 საჯარო სკოლაში საახალწლო ზეიმი გაიმართა

ირაკლი ქურასბედიანმა ისევ გაიმარჯვა

25 ნოემბერს, ესპანეთის ქალაქ ტერასაში გამართულ სარეიტინგო ორთაბრძოლაში პროფესიონალურ კრივში ირაკლი ქურასბედიანმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
მისი მოწინააღმდეგე იყო ჩეხი მოკრივე პეტრ გინა, რომელიც ირაკლიმ 30 წამში, ნოკაუტით დაამარცხა.
Continue reading ირაკლი ქურასბედიანმა ისევ გაიმარჯვა

ამბროლაურში რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული ჰაბი დაარსდა

5 დეკემბერს, ქალაქ ამბროლაურში, „ფონდი აფხაზინტერკონტი“-ს (AIC) ფერმერთა მომსახურების რესურს-ცენტრში გაიმართა „რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული ჰაბი“-ს პრეზენტაცია. ღონისძიება ორგანიზებული იყო „ფონდი აფხაზინტერკონტი“-ს მიერ  პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“-ს ფარგლებში.
Continue reading ამბროლაურში რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული ჰაბი დაარსდა

ლევან გუგავა მსოფლიოს ჩემპიონია

დღეს, 16 ოქტომბერს, სერბეთში დასრულდა მსოფლიოს ჩემპიონატი ჭაბუკ სამბისტებს შორის, რომელზეც ლევან მაიზერის ძე გუგავამ პირველი ადგილი დაიკავა.
Continue reading ლევან გუგავა მსოფლიოს ჩემპიონია

სპორტული სექციების მდგომარეობა ქვემო სვანეთში – ინტერვიუ ქეთევან ფიცხელაურთან

ჩვენ დავინტერესდით ქვემო სვანეთში სხვადასხვა სპორტის სახეობების მდგომარეობით და ტელეფონის საშუალებით მივმართეთ ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის განყოფილების უფროსს ქეთევან ფიცხელაურს:
Continue reading სპორტული სექციების მდგომარეობა ქვემო სვანეთში – ინტერვიუ ქეთევან ფიცხელაურთან

ლევან გუგავამ ბარათაშვილის ტურნირი მოიგო და მსოფლიოსთვის ემზადება

27 აგვისტოს ხაშურში გაიმართა ევროპის ჩემპიონის – გელა ბარათაშვილის სახელობის ტურნირი 1999-2000 წლებში დაბადებულ ჭაბუკ სამბისტთა შორის. ლენტეხის მუნიციპალიტეტის სასპორტო სკოლების გაერთიანების მოჭიდავემ ლევან მაიზერის ძე გუგავამ 70 კგ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა და მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. მსოფლიო ჩემპიონატი 12-16 ოქტომბერს სერბეთის ქალაქ ნოვისადში გაიმართება.
Continue reading ლევან გუგავამ ბარათაშვილის ტურნირი მოიგო და მსოფლიოსთვის ემზადება

ჩოლურის ჭიდაობის სექციას ახალი მწვრთნელი ჰყავს

წელს ჩოლურის ჭიდაობის სექციაში დიდი სიახლეებია. აქ მუშაობა დაიწყო ახალგაზრდა მწვრთნელმა დათო (ჯეკი) ჯამბურიძემ, სექციას კი ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ა.(ა).ი.პ.-მა “სასპორტო სკოლების გაერთიანება”-მ ზაქრო ხვისტანის ხელმძღვანელობით 20 ტატამი (საჭიდაო ლეიბი) გადასცა. დათო ჯამბურიძემ სექციაში ახალი მოსწავლეების მოზიდვაც მოახერხა.
Continue reading ჩოლურის ჭიდაობის სექციას ახალი მწვრთნელი ჰყავს

ლენტეხის სამხატვრო სკოლა კაპადოკიის ფესტივალში მონაწილეობდა

აგვისტოს თვეში ლენტეხის სამხატვრო სკოლა 3 დღით იმყოფებოდა კაპადოკიაში, თურქეთის ქალაქ ურგუფში, სადაც მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ფესტივალზე სახელწოდებით “კაპადოკიური ჩანახატები”.
Continue reading ლენტეხის სამხატვრო სკოლა კაპადოკიის ფესტივალში მონაწილეობდა

ლევან ზურაბიანის სახელობის თასი წყალტუბოს გუნდმა მოიგო

17 აგვისტოს სოფ. თეკალში ჩოლურის საჯარო სკოლის ეზოში მდებარე მოედანზე ჩატარდა ლევან ზურაბიანის სახელობის ტურნირი მინი-ფეხბურთში, რომელშიც წყალტუბოს გუნდმა გაიმარჯვა.
Continue reading ლევან ზურაბიანის სახელობის თასი წყალტუბოს გუნდმა მოიგო

სოფ. თეკალში ლევან ზურაბიანის სახელობის თასი გათამაშდება

17 აგვისტოს ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფ. თეკალში ჩოლურის საჯარო სკოლასთან არსებულ მინი-ფეხბურთის მოედანზე დილიდან დაიწყება ლევან ზურაბიანის სახელობის ტურნირი მინი-ფეხბურთში.
Continue reading სოფ. თეკალში ლევან ზურაბიანის სახელობის თასი გათამაშდება